კი

მსოფლიო 1783662546

Reuters: ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 811-მდე გაიზარდა

 ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეზე ხორხე როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს.ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაშავებულია 16 740 ადამიანი, ხოლო 17 907 მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა.ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ვენესუელაზე დაწესებული სანქციები მოხსნან, რათა ქვეყანამ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გაყინულ უცხოურ აქტივებზე წვდომა შეძლოს.მისი თქმით, ვენესუელას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს დაბლოკილი, რომელიც აღდგენითი სამუშაოების დასაფინანსებლად შეიძლება გამოიყენოს. პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული თანხები ასევე აუცილებელია დასაქმებისა და განათლების პროგრამების განსახორციელებლად.

წვიმა და ელჭექი

რეგიონი 1783499674

სტიქიამ საგარეჯოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - 12 საათზე მეტია, მოსახლეობის ნაწილს ელქტროენერგია არ მიეწოდება

ძლიერი წვიმის, ქარისა და ჭექა-ქუხილის შედეგად, საგარეჯოში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.12 საათზე მეტია, მოსახლეობის ნაწილს ელქტროენერგია არ მიეწოდება.„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ტექნიკური სამსახური აღდგენით სამუშაოებს უკვე ახორციელებს.კომპანიის ცნობით, ოთხი ფიდერიდან სამი უკვე აღდგენილია, მეოთხეზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დღის პირველ ნახევარში იგეგმება.

გიორგი ჯინჭარაძე

პოლიტიკა 1783450354

გიორგი ჯინჭარაძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით

გასული ერთი წლის განმავლობაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ორასამდე კომპაქტურ დასახლებას, ამისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი გამოვყავით, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი ყურადღება ექცევათ ვეტერანებს და მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.„სოციალური მიმართულება, რა თქმა უნდა, რჩება უმთავრეს გამოწვევად აფხაზეთის მთავრობისთვის, თუმცა ღირსეულად ვუმკლავდებით ჩვენი რესურსის ფარგლებში და ციფრები ამაზე მეტყველებს.მინდა დავიწყო გასული ერთი წლის განმავლობაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოებით, რომელიც ჩაუტარდა ორასამდე კომპაქტურ დასახლებას, ამისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი გამოვყავით, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ, წლევანდელი წელი ჩვენთვის არის მოტივაცია, რომ მეტი სიკეთე შევთავაზოთ ჩვენს დევნილ მოსახლეობას.მინდა აღვნიშნო, რომ ფინანსური მხარდაჭერა, ჯამში, გაეწია 5 ათასამდე ადამიანს და ასობით ოჯახს გავუუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები, ასევე 700-ზე მეტი ბენეფიციარი უზრუნველვყავით დროებითი თავშესაფრით, ყოველივე ეს ციფრები არის მინიმალური ჩვენება, რაც ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა.შემდეგი წლის ბიუჯეტით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით.მინდა აღვნიშნო, რომ უშუალოდ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდი სრულად მიმართულია სოციალური მიმართულებით, იხარჯება სოციალური კუთხით.აღსანიშნავია, რომ სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს მიმდინარე წელს დაუფინანსდა კომუნალური გადასახადი, ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობთ ვეტერანებს, ვეტერანთა ოჯახის მხარდაჭერას, ამ კუთხით ჩვენ ავამოქმედეთ ახალი პროგრამა, რომელიც მიმართული იყო ფსიქოსოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის გაუმჯობესების კუთხით. ვეტერანები და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ანაკლიაში შეხვდა და ერთი წლის ანგარიში წარადგინა.

წყალი შეწყდება

დედაქალაქი 1783364530

წყალი 17 საათით შეწყდება - GWP ინფორმაციას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.ნაძალადევის რაიონში, სანზონის დას. N24-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 7/7/2026 21:00 საათიდან 7/8/2026 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სანზონის დას. N 1,2,5,6,7,8,9,10,11,12,13,14,15,16,17,25,26,27.მთაწმინდა, თამარ მეფის ქ. N10 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/6/2026 15:00 დან 7/7/2026 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ქუჩებს: ტაბახმელა: თამარ მეფის, დიდგორის, პატარა კახის, სულხან საბას, თედიაშვილის, თბილისი კოჯრის გზატ. (სრულად), შინდისი: ფარნავაზ მეფის, მირიან მეფის, დანიელ ჭონქაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, წავკისი: დიდგორის, სამადლოს, 9 ძმის, მარიჯანის, ვახტანგ გორგასალი, სულხან საბა, ვახტანგ მეექვსე.წყნეთი, წყნეთი, დავით გურამიშვილის ქ.N 32-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 7/7/2026 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წყნ) გურამიშვილის ქუჩას.ჩუღურეთი, გიგო ზაზიშვილის ქ. 3 შეს.N 16ბ-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 7/6/2026 15:30 დან 7/7/2026 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზაზიშვილის 3 შეს, და ქურდიანის შესახვევს.

საქართველოს მელიორაცია

რეგიონი 1782983105

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „საქართველოს მელიორაცია“ საექსპლუატაციო სამუშაოებს აგრძელებს

შპს "საქართველოს მელიორაცია" ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საექსპლუატაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, დილისკა-პტენა-ჩუნჩხის სატუმბ სადგურზე გარემონტდა ტუმბო-აგრეგატები და აღდგა სადაწნეო მილის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი.პარალელურად, ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მიზნით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები პტენისა და ჩუნჩხის სამელიორაციო არხებზე. ამასთან, სოფელ დილისკას ტერიტორიაზე არსებული ტბორები ირიგაციის სეზონისთვის სარეზერვო წყლით ივსება, რაც საჭიროების შემთხვევაში ფერმერებისთვის სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტაბილურ წყალუზრუნველყოფას ემსახურება.

ონკანი

დედაქალაქი 1782934952

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.კრწანისის რაიონში, ჩახრუხაძის ქ. N2-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 7/1/2026 22:00 საათიდან 7/2/2026 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ყავლაშვილის, ვერცხლის N 19-21 (კენტებს), ანტონ კათალიკოსის N 32-34 (ლუწებს) და ჩახრუხაძის N2, ერეკლეს მოედანს.კრწანისი, გიორგი გურამიშვილის ქ. N11-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/1/2026 17:00 დან 7/2/2026 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გიორგი გურამიშვილის ქუჩას, გიორგი გურამიშვილის 1 და 2 შესახვევს და გორგასლის ქ. N73.ნაძალადევი, კავთისხევის ქ. N16-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 7/1/2026 20:15 დან 7/2/2026 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ხევსურეთის 2-14, 1-15, ლეჩხუმის 1-15, 2-16, კავთისხევის, დეპოს, წმინდა მელქისედეკის ქუჩებს.

მკ

მსოფლიო 1782817941

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვითარება კვლავ მძიმეა - ბოლო ცნობები

ვენესუელაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ქვეყანაში სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები კვლავ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება, ხოლო ათასობით ადამიანი კვლავ დროებით თავშესაფრებში რჩება.სტიქია 24 ივნისს მოხდა, როდესაც ქვეყანას ერთმანეთის მიყოლებით 7.2 და 7.5 მაგნიტუდის ორი ძლიერი მიწისძვრა დაატყდა თავს. ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დაფიქსირდა, თუმცა ძლიერი ბიძგები დედაქალაქ კარაკასშიც იგრძნობოდა. მიწისძვრებმა მრავალსართულიანი შენობების ნგრევა, ინფრასტრუქტურის დაზიანება და მასშტაბური შეფერხებები გამოიწვია.უახლესი მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 1 700-ს გადააჭარბა, დაშავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი. სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში მოყოლილებს კვლავ ეძებენ.

კი

საზოგადოება 1782360829

სავარაუდოა დიდი მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზარალი ვენესუელაში - ბოლო ცნობები მიწისძვრის ეპიცენტრიდან

ვენესუელას დედაქალაქის დასავლეთით ძლიერი მიწისძვრები მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა კარაკასიდან დასავლეთით, დაახლოებით 160 კილომეტრში მოხდა, ხოლო ერთ წუთზე ნაკლებ დროში მას 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი ბიძგი მოჰყვა.მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, კარაკასში შენობები დაინგრა და ადამიანები მოიყოლა.მეცნიერები სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში პოტენციურად დიდი მსხვერპლისა და მასშტაბური ნგრევის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებენ."სავარაუდოა დიდი მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზარალი, ხოლო კატასტროფა, დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიანი იქნება", - განაცხადა აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა, რომელიც თავდაპირველად დაღუპულთა რიცხვს 10 000-დან 100 000-მდე აფასებს.დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და, ქვეყნის აღდგენითი ძალისხმევის მხარდასაჭერად, შესაბამისი ორგანიზაციებისგან თანხებს მოიძიებს.

არაგვის ხიდი

მიმოხილვა 1782113745

მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალი ნაწილის ფილა 20 ივნისს დაზიანდა.  დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდა და ამ ეტაპზე, ორივე სამოძრაო ზოლზე მოძრაობა აღდგენილია.აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას.

 საავტომობილო მოძრაობა

საზოგადოება 1781966245

გზების დეპარტამენტი მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ91-კმ99 მონაკვეთზე (გუდაური-ჯვრის უღელტეხილი), მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო, 2026 წლის 21 ივნისს 08:00სთ-დან 18:00სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

არაგვის ხიდი

რეგიონი 1781954385

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა ხიდი, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალი ნაწილის ფილა დაზიანდა.დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოების გამო, აღნიშნულ ადგილზე დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 4 დღის განმავლობაში დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება.აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, არსებული ხიდის სრული რეაბილიტაციის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, რის გამოც ხიდზე პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები.ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.მძღოლებს შექმნილი დროებითი შეზღუდვის გამო ბოდიშს ვუხდით და გთხოვთ, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაზიანებული მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს, რათა მოძრაობა სრულად უმოკლეს ვადაში აღდგეს.

ძილი

რჩევები 1781905764

მართალია თუ არა, რომ „ბავშვი ძილში იზრდება“ - ექიმის პასუხი დედებს

ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია აცხადებს, რომ გავრცელებული გამოთქმა – „ბავშვი ძილში იზრდება“ – რეალურ მეცნიერულ საფუძველს ეყრდნობა. მისი თქმით, სრულფასოვანი ძილი ბავშვების ზრდის, განვითარებისა და ორგანიზმის აღდგენისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.სპეციალისტის განმარტებით, კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის დროს ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს აღდგენითი პროცესები, მათ შორის კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემების რეგენერაცია. სწორედ ღამის საათებში ხდება კუნთოვანი ქსოვილების აღდგენა და კუნთის მასის შევსება, რაც ბავშვის ჯანმრთელი ზრდისთვის აუცილებელია.მარი მალაზონია აღნიშნავს, რომ ბავშვებში ღამით ფეხების ტკივილის შეგრძნება ხშირად სწორედ ზრდისა და ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი პროცესების შედეგია.მისი თქმით, ძილის პერიოდში სხეული ინტენსიურად მუშაობს რესურსების აღდგენასა და განვითარების პროცესებზე.ნუტრიციოლოგი ყურადღებას კვების მნიშვნელობაზეც ამახვილებს.მისი განმარტებით, ორგანიზმის რეგენერაციას ხელს უწყობს დაბალანსებული კვება, ხოლო ისეთი პროდუქტები, რომლებიც ანთებითი პროცესების გაძლიერებას უწყობს ხელს, აღდგენით პროცესებს აფერხებს.სპეციალისტის თქმით, სრულფასოვანი ძილი და ჯანსაღი კვება ბავშვის ფიზიკური განვითარების, იმუნური სისტემის გაძლიერებისა და საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“