ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1792591585

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება, რადგან ჩვენ მათ მხოლოდ ქუჩაში ვხედავთ. მაინც ქუჩაში იყვნენ და ქუჩაში დარჩებიან თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს

ეს აგენტურული ოპოზიცია რა თქმა უნდა ქართველი ხალხის გვერდში დგომით ბოლომდე გვყავს განულებული და გამარგინალებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.მისივე თქმით, ქართული ოპოზიცია პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენს.„სუბიექტურად რომ ვთქვათ, შეიძლება ჩვენ ძალიანაც გვაწყობდეს ასეთი ოპოზიცია შემდეგი არჩევნებისთვის, ვინაიდან გამარტივებულია უზარმაზარი ანგარიშით გამარჯვება, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ქვეყნის წინაშე და ვალდებულები ვართ, რომ გარდა ამ პოლიტიკური შეფასებისა, ამ ყველაფერ მიეცეს სამართლებრივი შეფასება. ეს იყო წინასაარჩევნოდ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება.ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება, რადგან ჩვენ მათ მხოლოდ ქუჩაში ვხედავთ. მაინც ქუჩაში იყვნენ და ქუჩაში დარჩებიან თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს. ჩვენ გვახსოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც თავად არ ჩაუტარებიათ წინასაარჩევნო კამპანია და ნაცვლად იმისა, რომ გასულიყვნენ რეგიონებში და ხალხთან ჰქონოდათ საუბარი, მათ თავიდან ბოლომდე საარჩევნო კამპანია ჩაატარებინეს თავიანთ პატრონებს.როდესაც განეიტრალდება ასეთი აგენტურული და დესტრუქციული ძალები, უფრო მეტი მოტივაცია მიეცემათ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში და გაგვიწიონ ჯანსაღი ოპონირება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კობახიძე

პოლიტიკა • 1792578360

ირაკლი კობახიძე: ბატონი გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას

ბატონი გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ამ საკითხზე იყო კონსულტაციები გიორგი ზურაბაშვილთან და მისი თხოვნა იყო, განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც.„ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა კონსულტაციები ბატონ გიორგისთან, მისი თხოვნა იყო, რომ მას განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც. ჩვენ ამ ინიციატივას ანგარიში გავუწიეთ, შესაბამისად, ბატონი გიორგი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“, - განაცხადა პრემიერმა.

დავით ჭელიძე

პოლიტიკა • 1792565446

დავით ჭელიძემ მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ჭელიძემ, მოსახლეობას 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დავით ჭელიძემ ნაძალადევის რაიონში მიმდინარე და შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები სამაჟორიტარო ოლქში 34 მისამართზე შესრულდა. დავით ჭელიძემ რაიონში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ლაითურის, წიკლაურის, ინტერნატის, ელო ანდრონიკაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები გამოყო. აღნიშნულ მისამართებზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები. ამას გარდა, დავით ჭელიძის განცხადებით, 4 მისამართზე განხორციელდა გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.როგორც ნაძალადევის რაიონის დეპუტატმა განაცხადა, მის სამაჟორიტარო ოლქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხუდადოვის სკვერის მოწყობა, სადაც განთავსდება საფეხბურთო მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, მოეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი, რათა არსებული ფერდი გამაგრდეს და იყოს უსაფრთხო; ასევე დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. სკვერების მოწყობა მიმდინარეობს მეტრო ნაძალადევთან და კლდეკარის ქუჩაზეც. ანგარიშის წარდგენისას ითქვა, რომ გარდა ზემოთ ნახსენები სამუშაოებისა, ნაძალადევის გამგეობამ რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. მათ შორის 15 520 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა; ხერთვისის ქუჩაზე შემოიღობა გამწვანებული გზაგამყოფი ზოლი; დაიგო დეკორატიული ფილები; დაიდგა მოსასვენებელი სკამები და ურნები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუდადოვის და მესხის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერსაც.დავით ჭელიძემ ყურადღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამაზეც გაამახვილა.მისი თქმით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ჯამში 19 პროექტი განხორციელდა, მათ შორის, 6 საცხოვრებელ კორპუსში შეკეთდა სახურავები, შეიცვალა წყალსაწრეტი მილები და  მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო ლიფტები. ამას გარდა, დეპუტატის თქმით, ურიდიას ქუჩაN32-ში განხორციელდა ე.წ. თბილისური სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები. როგორც დავით ჭელიძემ მოსახლეობას განუცხადა, ნაძალადევის რაიონში მიმდინარეობს N43 საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღნიშნული საბავშვო ბაღი 14-ჯგუფიანი იქნება და 400-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება. რაც შეეხება სკოლებს, სრულად რეაბილიტირდა 112-ე საჯარო სკოლა, მე-8, 129-ე და 190-ე სკოლებში კი გარე პერიმეტრის დამცავი კედლების დემონტაჟი განხორციელდა და ამჟამად  მათი მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.მაჟორიტარის აქტიური ჩართულობით, ინტერნატის ქუჩას და ინტერნატის შესახვევს შეეცვალა სახელწოდება და მას აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ბადრი ბერუაშვილის, სახელი ეწოდა. საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარის წარმომადგენლობაში სულ 122 განცხადება შევიდა, რომლებიც ფინანსურ დახმარებას, ოპერაციის, მკურნალობის, რეაბილიტაციის და მედიკამენტის დაფინანსებას, აგრეთვე საშენი მასალის გამოყოფას ეხებოდა. დავით ჭელიძემ განაცხადა, რომ უმეტესი მათგანი დაკმაყოფილდა. მაჟორიტარის წარმომადგენლობა მჭიდროდ თანამშრომლობს ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, რასაც დადებითი შედეგი მოაქვს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში. დავით ჭელიძემ მოსახლეობას საკრებულოს, კომისიების და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მუშაობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დავით ჭელიძის ანგარიშის წარდგენა ნაძალადევის რაიონის გამგეობაში გაიმართა.

 ზურაბ აბაშიძე

საზოგადოება • 1792558482

,,გვქონდა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის ჩაგვებარებინა ანგარიში მიმდინარე და გასულ წელს გაწეული საქმიანობის შესახებ" - ზურაბ აბაშიძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის მაჟორიტარმა, ზურაბ აბაშიძემ, მოსახლეობას ორწლიანი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. შეხვედრაზე მან საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სამაჟორიტარო ბიუროს მუშაობაზე ისაუბრა.განსაკუთრებული ყურადღება რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმო, მათ შორის სკვერების, სპორტული მოედნებისა და გზების მოწესრიგებას, ასევე რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე მასშტაბურ რეაბილიტაციას."ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის ჩაგვებარებინა ანგარიში მიმდინარე წელს და გასულ წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. მე წარვდექი როგორც, პირველ რიგში, როგორც მაჟორიტარი წევრი დედაქალაქის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის, ასევე, როგორც დღეს საკრებულოს თავმჯდომარე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ყოველთვიურად, ჩვენი დეპუტატები, საკრებულოს წევრები ახორციელებენ ესეთ ტიპის ღონისძიებას, როდესაც საზოგადოებას აბარებენ ანგარიშს", - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ.

სემეკბ

საზოგადოება • 1792512958

დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ  საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.დავით ნარმანიამ კომიტეტის წევრებს გააცნო ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების 2025 წლის ძირითადი ასპექტები, რეგულირების განვითარების მიზნით  განხორციელებული პროექტები და სემეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები.  კომიტეტების მიერ სემეკის ანგარიში დადებითად შეფასდა.”2025 წელი მნიშვნელოვანი სიახლეებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. გასულ წელს სემეკმა შეიმუშავა სამწლიანი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, გამჭვირვალე და ხარჯებზე დაფუძნებული სატარიფო რეგულირების უზრუნველყოფასა და კონკურენტული ბაზრების ეფექტიან ფუნქციონირებას. გარდა ამისა, კომისიამ პირველად დაადგინა მელიორაციის მომსახურების ტარიფი, განახორციელა რეგულირებული საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი და შეამოწმა განხორციელებული ინვესტიციები. ამასთანავე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, აქტიურად რეაგირებდა მათ პრეტენზიებზე და იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით ხელს უწყობდა კომუნალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული ინიციატივები ხელს უწყობს დარგების მიმართ ინტერესის ზრდასა და მომავალი პროფესიონალების მომზადებას, რაც სექტორების მდგრადი განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე: https://gnerc.org/ge/our-commission/commission-reports/tsliuri-angarishebi 

საკრებულო

პოლიტიკა • 1792511429

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობას 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, - ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.უწყების ცნობით, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნულ პერიოდში საკრებულოს მუშაობის შესახებ ისაუბრა და მოსახლეობას საკრებულოსა და ბიუროს სხდომების, მიღებული აქტებისა და ფრაქციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.„თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, როგორც ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრმა, აღნიშნული კომისიების მუშაობის სპეციფიკისა და განხილული საკითხების შესახებაც ისაუბრა.ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობას 2025-2026 წლებში გამართულ იმ საერთაშორისო შეხვედრების შესაღებ მიაწოდა ინფორმაცია, როლებშიც თავად მონაწილეობდა. მათ შორის იყო ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრა.გარდა ამისა, ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში გაწეული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა. ზურაბ აბაშიძე ათეას მე-8 ეროვნულ ასამბლეაზე უმრავლესობის მხარდაჭერით პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს და მან უკვე ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის რანგში ათეას აღმასრულებელი საბჭოს სხდომებში მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე ზურაბ აბაშიძე წყლის მომავლის ფორუმსა და საქართველოს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა.ზურაბ აბაშიძემ მოწვეულ სტუმრებს, საკრებულოში გაწეული საქმიანობის გარდა, მთაწმინდის სამაჟორიტარო ბიუროს საქმიანობაც გააცნო. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში მან შეხვედრა 370 მოქალაქესთან გამართა, აქედან 93 მოქალაქეს მედიკამენტების დაფინანსების საკითხში დაეხმარა, 63 ადამიანს კი მიზნობრივი ფინანსური დახმარების მიღებაში გაუწია შუამდგომლობა. ამას გარდა, ზურაბ აბაშიძე მოქალაქეებს არაერთი სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დაეხმარა.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა თავის ანგარიშში სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში ასფალტის საფარის მოწესრიგების, წყალარინების ქსელების, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობას მთაწმინდის რაიონს შემოერთებულ ტერიტორიებზე განხორციელებული სამუშაოებიც გააცნო და აღნიშნა, რომ კოჯრისა და ტაბახმელის საგზაო მონაკვეთებზე ასფალტის საფარი ჯამში 18 262 კვადრატულ მეტრზე დაიგო. ამას გარდა, ტაბახმელასა და ოქროყანაში რამდენიმე მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლები დამონტაჟდა და მთაწმინდის რაიონს შემოერთებულ ტერიტორიებზე რეკრეაციული და სპორტული სივრცეებიც მოეწყო.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა მისამართზე გარემონტდა სახურავები, ლიფტები, სადარბაზოები და სხვ.ზურაბ აბაშიძე მოსახლეობას მთაწმინდის რაიონში დასრულებულ მნიშვნელოვან პროექტებზეც ესაუბრა. მან განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში გრიბოედოვის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა, რის შედეგადაც 15 ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა.რაც შეეხება მთაწმინდაზე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება რუსთაველის გამზირზე, სულხან-საბას, ინგოროყვას და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაამახვილა და მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, საკრებულოს და მაჟორიტართა საქმიანობის მთავარი საზომი მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა კი არა, მათი შედეგია. ზურაბ აბაშიძის თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად უმჯობესდება ადამიანების საცხოვრებელი გარემო, რამდენად დაცულია მათი ინტერესები და რამდენად ეფექტიანად ხდება ქალაქის საჭიროებების გათვალისწინება.„რა თქმა უნდა, კვლავ ბევრი გამოწვევაა და ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მკაფიო მიზანი, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. მადლობას ვუხდი საკრებულოს თითოეულ წევრს, მერიის შესაბამის სამსახურებს, მთაწმინდის რაიონის ადმინისტრაციასა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამუშაოებში მონაწილეობს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისელებს ნდობისთვის, აქტიურობისა და იმ უკუკავშირისთვის, რომელიც გვეხმარება უკეთ დავინახოთ ქალაქის საჭიროებები. ჩვენი მთავარი მიზანი უცვლელია - მომავალ თაობას დავუტოვოთ თბილისი, რომელიც ინარჩუნებს საკუთარ ისტორიას, ვითარდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშს, მოსახლეობასთან ერთად, საკრებულოს წევრები, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მისი მოადგილე და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

rati ionatamishvili

პოლიტიკა • 1792508820

ჩვენ ვმოქმედებთ არა ჩვენი პოლიტიკური, სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რათა ეკონომიკა, უსაფრთხოება და დემოკრატია სულ უფრო მეტად ვითარდებოდეს - რატი იონათამიშვილი

ჩვენ ვმოქმედებთ არა ჩვენი პოლიტიკური, სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რათა ქვეყანაში ეკონომიკა, უსაფრთხოება და დემოკრატია სულ უფრო მეტად ვითარდებოდეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.იონათამიშვილის თქმით, ამას სჭირდება სწორედ ის, რომ ეროვნული ძალები იყვნენ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში.„დღეს ძალიან საინტერესო და ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როდესაც მან აღნიშნა, რომ წმინდა ვიწრო პოლიტიკური სუბიექტური ინტერესებით რომ ვიმოქმედოთ, რა თქმა უნდა, ასეთი ხალხი როდესაც გყავს ოპოზიციაში, ეს შესაძლოა ელექტორალურად ძალიან მომგებიანიც იყოს ჩვენთვის. ისინი არიან გაშიფრულები, მათ არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ასეთი გაკოტრებული ოპოზიცია როდესაც გყავს, რა თქმა უნდა, შენ ყოველთვის განაღდებული გაქვს დიდი ანგარიშით გამარჯვება. ამ მხრივ, შესაძლოა საინტერესო არც ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ არა ჩვენი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან, თუ რა სჭირდება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რათა ქვეყანაში ეკონომიკა, უსაფრთხოება და დემოკრატია სულ უფრო მეტად ვითარდებოდეს. ამას სჭირდება სწორედ ის, რომ ეროვნული ძალები იყვნენ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში“, - აღნიშნა მან.

კომიტეტ

პოლიტიკა • 1792508361

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში გამოვლენილ დარღვევებზე, მათზე რეაგირების მექანიზმებსა და მიღებულ შედეგებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატის საქმიანობაზე ინფორმაცია გააცნო.მისი თქმით, 2025 წელს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრირებულია 2330 კორესპონდენცია და 1052 სამართლებრივი რეკომენდაცია/შუამდგომლობა. საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეების მხრიდან აპარატში 1058 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც 506 წყალმომარაგების ინფრასტრუქტურასა და მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ, 444 - ელექტრომომარაგების, ტარიფებისა და მომსახურების, 106 - გაზმომარაგების, 2 - ირიგაციის საკითხებს უკავშირდება. ნინო გულეიშვილის განცხადებით, 2025 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, მომხმარებლებს 188 583 ლარი უკან დაუბრუნდათ.მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში გამოვლენილი დარღვევების ოდენობა გაიზრდება. „სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მათი უფლებების დაცვაა. ამ მიზნით, სამსახურმა არაერთი საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება გამართა. 2025 წლის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს სამსახურის მიმართ საზოგადოების გაზრდილ მიმართვიანობას, მომხმარებელთა დაცვის კანონიერების მასშტაბურობასა და მის შედეგებს“, - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

ნაკრები

სპორტი • 1792487442

NBA-ის ლეგიონი: როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი კალათბურთელები ახალ სეზონს | საქართველოს ბანკი - კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავად დაიწყო. აგვისტოს ბოლოს ორი მატჩი გავმართეთ: შინ მონტენეგრო დავამარცხეთ (101:74), გასვლაზე კი პორტუგალიასაც ვძლიეთ (90:98).ამ ორი გამარჯვების შემდეგ, საქართველომ 13 ქულას მოუყარა თავი და მე-3 ადგილს იკავებს. სატურნირო ცხრილში ვითარება დაძაბულია. ჯგუფს უკრაინა ლიდერობს (14 ქ.), ხოლო მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს ჩვენსავით 13 ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით გვასწრებს. 4-6 ადგილებს პორტუგალია, საბერძნეთი და მონტენეგრო იყოფენ (12-12 ქულით).შესანიშნავი სტარტის მიუხედავად, მეორე რაუნდში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ვინაიდან მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 3 საუკეთესო ნაკრები გადის, შანსს ექვსივე გუნდი ინარჩუნებს. წინ კიდევ 4 მატჩია და მთავარი ბრძოლები ახლა იწყება.მომდევნო ორ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები ნოემბერში გამართავენ: 26 ნოემბერს გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 ნოემბერს სახლში, პორტუგალიას უმასპინძლებენ.სამწუხაროდ, NBA-ის გადატვირთული კალენდრის გამო, ამ ციკლში ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ვერ დაეხმარებიან. სანამ რეგულარული ჩემპიონატის დაწყებამდე, ორივე ქართველმა NBA-ის წინასასეზონო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.მსოფლიოში ყველაზე ძლიერ და კონკურენტულ ლიგაში ახალი, 2026-2027 წლების სეზონი სტარტს 20 ოქტომბერს იღებს. 82-მატჩიანი რეგულარული მარათონი უზომოდ გადატვირთული კალენდრით ხასიათდება. სწორედ ეს არის იმის მთავარი მიზეზი, რომ უმაღლეს დონეზე ასპარეზობის მიუხედავად, ბითაძე და მამუკელაშვილი ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის მატჩებს გამოტოვებენ.სანდრო მამუკელაშვილს ლეგენდარული “ლეიკერსის” შემადგენლობაში სულ ახლახან ჰქონდა დებიუტი. ეს იყო წინასასეზონო შეხვედრა „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ. 19 წუთში ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა დააგროვა.მატჩის შემდეგ სანდრომ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა- “ჩემთვის მთავარია მოედანზე გავიდე, მონდომებით ვითამაშო, მაქსიმუმი გავაკეთო და დანარჩენი თავისით მოხდებაო”.მამუკელაშვილის ადაპტაციასა და სათამაშო ასპექტებზე ისაუბრა “ლეიკერსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯეი ჯეი რედიკმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ სანდრო გუნდის სათამაშო სისტემასა და ტაქტიკას უკვე კარგად შეეწყო.წინასასეზონო სამზადისში “ლეიკერსმა” 5 მატჩი გამართა. მამუკელაშვილი პარკეტზე ხუთივე შემთხვევაში ვიხილეთ (საშუალოდ 20 წუთს ატარებდა). ჩინებულად ითამაშა “გოლდენ სტეიტთან” შეხვედრაში (15 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი), თუმცა სტეფ კარისთან და კომპანიასთან “ლეიკერსმა” ვერაფერი გააწყო და დიდი ანგარიშით (128:98) დამარცხდა.“საკრამენტოსთან” მატჩში მამუ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და მეტოქის კალათში 19 ქულა ჩააგდო, რისთვისაც ლუკა დონჩიჩისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა: “თამაშს კარგად კითხულობს და შესანიშნავ გადაცემებს აკეთებსო”, - აღნიშნა სლოვენიელმა.მამუკელაშვილმა “გოლდენ სტეიტთან“ მორიგ მატჩშიც მიიქცია ყურადღება, სადაც საოცარი, ეფექტური ჩატენვა შემოგვთავაზა. ცხადია, ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით გავრცელდა.“ლეიკერსი” NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში პირველ მატჩს 22 ოქტომბერს ჩაატარებს და პირველსავე შეხვედრაში სწორედ “გოლდენ სტეიტს” დაუპირისპირდება.NBA-ის მორიგი სეზონისთვის აქტიურად ემზადება “ორლანდო მეჯიქის” ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეც. “ორლანდომ” წინასასეზონო ეტაპზე პირველი შეხვედრა “მემფის გრიზლის” წინააღმდეგ ჩაატარა. ბითაძემ პარკეტზე თითქმის 13 წუთი გაატარა და 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.იქნება თუ არა იგი ძირითადი შემადგენლობის წევრი, ამას ცოტა ხანში ვიხილავთ. თუმცა, გოგა აღნიშნავს, რომ “ვეცდები გუნდისთვის საუკეთესო გავაკეთო, დავიწყებ სასტარტოში თუ სკამზე ვიქნები, ნებისმიერ როლს გამოწვევად მივიღებო”.ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს სპორტსმენებსსაქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია

მამუკა ხაბარელი

პოლიტიკა • 1792476167

მამუკა ხაბარელმა საკრებულოში 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ლილო-ორხევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა ხაბარელმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ესწრებოდნენ. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრმა მამუკა ხაბარელმა ანგარიშის წარდგენისას თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და საკრებულოს ორ კომისიასა და ფრაქციაში საკუთარი აქტივობა დაწვრილებით მიმოიხილა.საკრებულოს წევრის ანგარიშში საკმაოდ ვრცელი ადგილი ლილო-ორხევის მაჟორიტარულ ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას დაეთმო. აქ მამუკა ხაბარელმა მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენაზე, საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებზე, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასა და სპორტული და რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე ამომწურავად ისაუბრა. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობის ინდივიდუალური მიმართვების განხილვა, შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობა და საკითხებზე რეაგირება სათანადო დონეზე არის აყვანილი.ანგარიშის ცალკე თავი საკრებულოს წევრის ოფიციალურ და საზოგადოებრივ შეხვედრებს ეძღვნება, მასში დეტალურად არის მიმოხილული დედაქალაქის საკრებულოში გამართული სპორტული ღონისძიებები და დაჯილდოებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ურთიერთობა უცხოელ სტუმრებსა და დელეგაციებთან. მამუკა ხაბარელმა ანგარიშის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას საცხოვრებელი, საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და სამაჟორიტარო რაიონში კონკრეტულ მისამართებზე განხორციელებული გზის საფარის მოწყობა-რეაბილიტაციის, ლიფტების განახლების, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის, ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის მიმართულებით კონკრეტულ შესრულებულ პროექტებზეც ისაუბრა.   ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი სპორტული და რეკრეაციული სივრცეების განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს დაეთმო. მამუკა ხაბარელის ანგარიშის წარდგენას მოწვეული სტუმრები და ლილო-ორხევის რაიონის მოსახლეობა ესწრებოდა.

საქსტატი

ფინანსები • 1792397154

საქსტატი: 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 60.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლისექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 153.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 61.0 პროცენტს შეადგენს.საქსტატის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 60.3 პროცენტით გაიზარდა და 3 756.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 566.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 523.2 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 323.1 მლნ. აშშ დოლარით.2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 762.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 464.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 239.0 მლნ. აშშ დოლარით.

დავით ხაბეიშვილი

პოლიტიკა • 1792395158

დავით ხაბეიშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

თბილისის საკრებულოს წევრმა, ისნის რაიონის (ნავთლუღის ოლქი) მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ხაბეიშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.ანგარიშის წარდგენისას დავით ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ საკრებულოს ყველა სხდომას დაესწრო. ასევე, სამაჟორიტარო ბიუროში  ინტენსიურად მართავდა მოქალაქეთა მიღებებს.  ანგარიშის თანახმად,  ის აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში.  მაჟორიტარმა დეპუტატმა პრეზენტაციაზე ყურადღება გაამახვილა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის ფარგლებში, დაფინანსებულ და განხორციელებულ პროექტებზე; საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების სრულ რეაბილიტაციაზე;  სკვერისა და სპორტული მოედნის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და  ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ახალი სივრცეების მოწყობაზე.მისი ინფორმაციით, რაიონში აქტიურად მიმდინარეობს  საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია,  ასევე, გარე სპორტული მოედნების,  სატურნირო და სავარჯიშო სკეიტმოედნების, ფეხბურთისა და პადელის თანამედროვე მოედნების რეაბილიტაცია, ხოლო არსებულ ორ ამორტიზებულ ჩოგბურთის კორტს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია.  პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) გაიმართა.  ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

✕