VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
1761635312
ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე არ წყდება დისკრედიტაციის მცდელობა. მისივე თქმით, ნათელია, რომ „გაყალბების“ თემა წარმოადგენს რეალობის შეგნებულად დამახინჯების მცდელობას კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში უნდობლობის დათესვას, არასწორი აღქმებისჩამოყალიბებას და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას.
„ისევ არის მცდელობა, რომ კვლავ შენარჩუნდეს მუხტი, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამ საკითხთან დაკავშირებით ნარატივები გაძლიერდეს. ეს შესაძლოა ყველაფერი ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - დისკრედიტაცია განხორციელდეს საარჩევნო პროცესის, კვლავ კითხვის ნიშნები არსებობდეს შედეგებთან მიმართებაში და ამასთან, დისკრედიტაცია განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, რომელსაც თავის მხრივ მივყავართ საზოგადოების მხრიდან გარკვეულ უნდობლობასთან.
ჩვენ, ჩვენი გამჭვირვალე და ღია საქმიანობით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საზოგადოებას მუდმივად ჰქონდეს გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია როგორც უსაფუძვლო ბრალდებებთან მიმართებაში, ასევე სხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
კარგად ვნახეთ, რომ ბრალდებები, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გვესმოდა, არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება. ვნახეთ, რომ სასამართლო განხილვების დროს არ იყო არანაირი ფაქტები და მტკიცებულებები წარდგენილი, ვნახეთ პროკურატურის საგამოძიებო ფარგლებშიც, პროკურატურის შუალედური ანგარიშიდან საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ იქ არ იყო არანაირი მტკიცებულება და ფაქტი წარდგენილი, თუ რა იდგა ამ ბრალდებების მიღმა. მთავარი გზავნილი, რომელიც ეუთო/ოდუირისდოკუმენტში იყო ჩანაწერი, არის ის, რომ არჩევნები პროცედურული თვალსაზრისით იყო კარგად ადმინისტრირებული. ეს არის მთავარი პასუხი ყველა ბრალდებაზე“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.