ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე და 123-ე მუხლებით დაიწყო.
ცნობისთვის, დადიანის ქუჩაზე, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს ქუჩა აქვთ გადაკეტილი, მანქანა შევარდა, რომელიც, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვას აპროტესტებდა, იმავე ადგილზე „დრიფტაობდა“ და სახიფათო მანევრებს აკეთებდა.
შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
დადიანის ქუჩაზე მეორე დღეა გზაა გადაკეტილი. მოსწავლეები და მშობლები სკოლის მშენებლობის დასრულებას ითხოვენ.