სქრინი

პოლიტიკა 1788683255

საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა: ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ

საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა: ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთსოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძესა და ნათია ფანჯიკიძეს შორის დაპირისპირება ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას მოჰყვა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა.„არაფერი იდუმალი, სოხუმელმა ბიზნესმენმა გახსნა კაჭრეთში ავიასადგომი და დაპატიჟეს ვეტერანთა ორგანიზაციაც, სადაც ერთ-ერთი წევრია, ლ'ამაზად კი გაუქარდავთ“- ასე უპასუხა ფსიქოლოგმა, ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ ნინია კაკაბაძეს მას შემდეგ, რაც მან გაოცება გამოხატა ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას დასწრებაზე.ფანჯიკიძის ამ განმარტებას კაკაბაძემაც უპასუხა და მიუგო, რომ მსგავს ღონისძიებაზე დასწრება ყოვლად მიუღებელია.„იმედის ქარდის გარეშეც, ქებურიას ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ! კონცერტებზე და თეატრში აღარ დავდივართ, იქ ქოცებს რომ არ გადავეყაროთ. რა საჭიროა ახლა ეს ამდენი პოლემიკა?! ეგრე ხდება, გაჩუმებით იწყება კონფორმიზმი და მერე გრძელდება როგორც თამარამ დაწერა ამაშუკელმა. ამიტომ, რომ გითხრა რამე მიკვირსთქო, მოგატყუებ. მეტს აღარ მოგწერ. ირაკლის იქ მისვლა და შენი თავის მართლება უხარიათ ახლა ქეთევან-ლაშა მიქიაშვილებს, თუ მაროშკინებს. თორემ ჩემი ლანძღვა, მე რომ მხოლოდ მახარებს, ეგ კარგად იციან“, - უპასუხა ნინია კაკაბაძემ ფანჯიკიძეს.კაკაბაძემ ასევე დაამატა, რომ გაუგებარია, როგორ შეუძლია ირაკლი ალასანიას „ასე ჯდომა და ამ ბოროტების მანქანის სმენა“ და ფანჯიკიძეს სთხოვა ალასანიასთვის გადაეცა, რომ „ძალიან სამწუხაროა მისი ამ მდგომარეობაში ყურება.“აქვე, კაკაბაძემ ფანჯიკიძის მიმართ მუქარანარევი რეპლიკით დაასრულა: „ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ.“

თამარ იოსელიანი

ბიზნესი 1788626882

მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს - თამარ იოსელიანი

„მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მისივე განმარტებით, აღნიშნული საფრენი მოედანი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა.„წლების განმავლობაში, საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და დღეს უკვე მომსწრე ვართ იმისა, რომ კერძო სექტორი ასეთი ინვესტიციებით ჩაერთო მცირე ავიაციის განვითარებაში. შიდა მობილობისა და აეროპორტების ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. სულ ახლახან გამოცხადდა ტენდერი როგორც თელავის, ისე მესტიის აეროპორტების ტერმინალების მშენებლობაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით მცირე ავიაციასაც თავისი წვლილი ექნება როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებაში“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მარიამ ქვრივიშვილი

ბიზნესი 1788622058

მიმდინარე წელს 4,600 მილიონზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა - მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა - მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენს ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, მიმდინარე წელს აღნიშნული დინამიკა შენარჩუნებულია და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სექტორი კვლავ განაგრძობს რეკორდული მაჩვენებლით ოპერირებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.საქართველოს საავიაციო სექტორში არსებული ტენდენციების შესახებ საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა ქვეყნის აეროპორტებში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებლებზე.„2025 წელს ჩვენმა ქვეყანამ რეკორდული მაჩვენებლებით უმასპინძლა მგზავრთნაკადს, 8.5 მილიონი მგზავრი - ეს არის ის მოცულობა და ის რაოდენობა მგზავრთნაკადის, რომელსაც ჩვენმა სამმა საერთაშორისო აეროპორტმა გასულ წელს უმასპინძლა. ამავდროულად, რეკორდული იყო მგზავრთნაკადის კვალდაკვალ ასევე შესრულებული რეისების რაოდენობა და საგულისხმოა ისიც, რომ საჰაერო გზით გადაყვანილი და გადატანილი ტვირთების რაოდენობაც 54%-ით გაიზარდა 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს 4 მილიონ 600 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში და გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა, მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საავიაციო სექტორში არსებულ ზრდას ხელისუფლება ახალი ინფრასტრუქტურით პასუხობს. ამ საკითხზე საუბრისას მინისტრმა აქცენტი გააკეთა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტზე.„მიმდინარე პერიოდში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაო. 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია ხორციელდება თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში, რის შედეგადაც 10 მილიონამდე მგზავრს ვუმასპინძლებთ. ასევე გვაქვს აქტიური მიმდინარე მშენებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რის ფარგლებშიც ჩვენ სრულიად ახალ, 3.5 კილომეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ვაწყობთ და ამასთანავე, ვემზადებით და აქტიური სამუშაო პროცესი გვაქვს ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე გამოცხადებულია ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი - უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით. მინისტრის შეფასებით, ეს პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების საჰაერო ხელმისაწვდომობას და შესაბამისად, მათ განვითარებას.

მარიამ ქვრივიშვილი

ბიზნესი 1788620659

მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - "ამბასადორის საავიაციო სოფელი" კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია - მარიამ ქვრივიშვილი

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც, რომელიც აერთიანებს კერძო ფრენებს, ავიასპორტს, ავიატურიზმს და პროფესიულ მომზადებას. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა ახალი პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შიდა ავიაცია და ამისთვის საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რომ მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ასევე განვაგრძოთ სუბსიდირება შიდა ფრენების, რომელიც ხელს უწყობს რეგიონებს შორის მობილობის ზრდას, ჩვენი თითოეული თანამოქალაქისთვის გადაადგილების გამარტივებას და ამავდროულად ხელს უწყობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. ამასთან ერთად ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის შიდა ავიაციის განვითარების თვალსაზრისით, ისევე როგორც ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით. ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც დღეს აქ, კაჭრეთში ხდება, როცა სახელმწიფოს მიერ შექმნილ შესაძლებლობებს კერძო სექტორიც პასუხობს საკუთარი ინიციატივითა და ინვესტიციებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მცირე ავიაციის განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოში მეტი უცხოელი კერძო პილოტის, ავიამოყვარულის მოზიდვის თვალსაზრისითაც , რომლებიც მოგზაურობენ, რჩებიან სხვადასხვა რეგიონებში, სარგებლობენ ადგილობრივი სერვისებით. მინისტრის განცხადებით, მცირე ავიაციას განვითარება მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურის ზრდის კუთხით.„ამბასადორის საავიაციო სოფელი კაჭრეთში სწორედ კარგი მაგალითია აღნიშნული მიმართულების განვითარების. აქ ერთ სივრცეში გაერთიანებულია საფრენი მოედანი, ავიავილები და ტურისტულ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის სამომავლო გეგმებიც - საავიაციო სკოლისა და ავია-კლუბის შექმნა. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებს და ინვესტორებს, ასევე პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს. მისი თქმით, პროექტში განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, პროექტის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას. პროექტის შედეგად უკვე შეიქმნა 47 ახალი სამუშაო ადგილი.

კობახიძე

პოლიტიკა 1788618960

დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება, 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში - ირაკლი კობახიძე

დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, ეს პროექტი კაჭრეთს რეგიონში მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.პრემიერის თქმით, 15 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.„მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ საინტერესო და მნიშნელოვან ღონისძიებას. დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში. ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება. ეს პროექტი კაჭრეთს რეგიონში მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს. 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.ეს არის 16 ჰექტარზე გაშლილი მრავალფუნქციური სივრცე უმაღლესი სტანდარტების აეროდრომით, საერთაშორისო დონის საფრენოსნო აკადემია, საავიაციო კლუბი და ავია-ვილების სარეზიდენციო დასახლება. ეს ინფრასტრუქტურა მთლიანობაში ქმნის ძალიან საინტერესო სივრცეს. ადგილობრივ ეკონომიკას და ტურისტულ პოტენციალს ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროექტი საერთაშორისო ასპარეზს უხსნის ჩვენს ახალგაზრდობას - აქ მომზადდებიან მაღალი კლასის პილოტები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის ლიცენზიებს მიიღებენ“, - განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპელი მფრინავების 30-მდე ეკიპაჟს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. პრემიერის თქმით, მათი ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს საქართველო საერთაშორისო საავიაციო რუკაზე.„მინდა, განსაკუთრებით მივესალმო გამოცდილი ევროპელი მფრინავების 30-მდე ეკიპაჟს, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში. მათი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს საქართველო საერთაშორისო საავიაციო რუკაზე.დარწმუნებული ვარ, კაჭრეთის აეროდრომი და სამომავლოდ ბათუმის ხელოვნური კუნძულის საავიაციო სივრცე შექმნის ერთიან, ქსელს, რაც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობასა და ეკონომიკურ პოტენციალს სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.მადლობას მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებული მადლობა ამ პროექტი სულის ჩამდგმელებს, დიდი მადლობა ბატონ გოგა ქებურიას, თორნიკე ქებურიას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროექტის სათავეში იდგა და ვინც ეს ამბიციური იდეა რეალობად აქცია. ჩვენს მფრინავებს ვუსურვებ მშვიდობიან ფრენას, ხოლო „ამბასადორის საავიაციო სოფელს“ ვუსურვებ დიდ წარმატებებს მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.

თავდაცვა

საზოგადოება 1783775401

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ ორგანიზატორებსა და სპიკერებს მადლობა გადაუხადა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სამთავრობო უწყებების, საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მსმენელებს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კურსზე მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, დარგის ექსპერტები, გამოჩენილი მოღვაწეები, მათ შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი. კურსი მოიცავდა დისკუსიას ეროვნული იდენტობის მაფორმირებელ ასპექტებზე, მათ შორის კულტურისა თუ სპორტის როლზე ქვეყნის ერთსულოვნების განმტკიცების პროცესში. პროგრამა, ასევე, მოიცავდა კრიზისული სიტუაციის მართვის სიმულაციურ სწავლებას.კურსის მიზანია, რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა, ქვეყნის მოქალაქეების როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.

ევროკომისია

მსოფლიო 1782822128

POLITICO: პარიზი და ბერლინი ცდილობენ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა როგორღაც დიდებულად აქციონ

საფრანგეთი და გერმანია თანხმდებიან, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური საჭიროებს გადაუდებელ რეფორმას, თუმცა ვერ თანხმდებიან, როგორ უნდა მოხდეს ეს, რამდენადაც, აშშ და ჩინეთი სულ უფრო ხშირად იყენებენ მათ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს მათი ინტერესების წინ წასაწევად, დაწყებული ვაჭრობიდან და სამრეწველო პოლიტიკიდან, ტექნოლოგიებამდე, – ამის შესახებ ნათქვამია „პოლიტიკოს“ სტატიაში.​როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირების სტრუქტურა ფრაგმენტირებულია – ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური კურირებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, ევროკომისია კი აკონტროლებს მრავალ პოლიტიკურ ინსტრუმენტსა და ფინანსურ რესურსებს, რომელიც აუცილებელია საზღვარგარეთ ევროკავშირის გავლენის გასავრცელებლად.„მსოფლიო ასპარეზზე უფრო თავდაჯერებული რომ იყოს, ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა განსაზღვროს მისი ინსტიტუტების როლები, რადგან თუ არ იცი, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, არ უნდა ელოდო შეუპოვრობას“, – ციტირებს „პოლიტიკო“ ჯოზეფ ბორელს, კაია კალასის წინამორბედს.„პოლიტიკოს“ ცნობით, საფრანგეთის პოზიცია ასეთია: პარიზს სურს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილება, (რომელსაც ამჟამად კაია კალასი იკავებს), მისთვის  სხვა კომისრებთან მიმართებაში, როგორიცაა საგარეო საქმეები, ვაჭრობა, განვითარება მკაფიო იერარქიული უფლებამოსილების მინიჭებით.„საფრანგეთი საგარეო ქმედებათა სამსახურის გაძლიერების მომხრეა და მინისტრის პოზიცია არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ამბასადორიალზე მისი შესუსტების წინააღმდეგ გამოვიდა“, – აცხადებს „პოლიტიკოსთან“ ფრანგი მაღალჩინოსანი.ამასთან, გასულ კვირას, საფრანგეთმა განაცხადა, რომ  კიდევ ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი დევიდ კვაში დაიკავებს საგარეო ქმედებათა სამსახურში, თავდაცვის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას. რომელიც მანამდე საფრანგეთის ელჩი იყო ნატო-ში. ამასთან,  საფრანგეთს სურს ამ რეფორმების დასრულება 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის პოზიცია შემდეგია: ის ნაკლებად ერთიანია, კოალიციური მთავრობის გამო, თუმცა ზოგიერთი მაღალჩინოსანი საფრანგეთის საწინააღმდეგო მიდგომას ემხრობა –  უფლებამოსილების შესუსტებას და კონტროლის უფრო მეტად ევროკომისიისთვის გადაცემას.„ბერლინს საგარეო პოლიტიკის ერთიანი ხედვა  არ აქვს“, – ამბობს პარლამენტარი ჰანა ნიუმანი, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრია.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა ბრიუსელში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, საგარეო ქმედებათა სამსახური მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს ევროკომისიასთან“. მან ასევე ხაზი გაუსვა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე  გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების საჭიროებას, არა ერთხმად, არამედ წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით, თუმცა როგორც თავად აღიარებს, ამ ინიციატივას, წევრი ქვეყნების ნახევრისგანაც კი არ მოჰყოლია მხარდაჭერა.„ძირითადი კონფლიქტი – ამჟამად არსებობს სტრუქტურული განხეთქილება, საგარეო ქმედებათა სამსახური საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკითაა დაკავებული,  იმ დროს როდესაც ევროკომისია აკონტროლებს ფაქტობრივად ფინანსურ რესურსებსა და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს. რეფორმის სამი შესაძლო მოდელი. სტატიის მიხედვით, საფრანგეთის ანალიტიკურ დოკუმენტში, რომელიც ჯერ შემუშავების ეტაპზეა, საუბარია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის არქიტექტურის სამ შესაძლო სტრუქტურულ მოდელზე.  1. ევროკომისიისთვის უფლებამოსილების გაფართოება. ეს მიდგომა საგარეო პოლიტიკის მეტი კონტროლისა და ინსტრუმენტების კომისიის ხელში გადაცემას გულისხმობს. 2. საგარეო ქმედებათა სამსახურის დაახლოება ევროპულ საბჭოსთან. 3. ერთდროულად ორივე ინსტიტუტის გაძლიერება. (ამ მოდელს ყველაზე მეტად ემხრობა საფრანგეთი). მოდელი კაია კალასს ანიჭებს მნიშვნელოვან უფლებამოსილებას ევროკომისიაში. ის გახდება  ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და იერარქიული უპირატესობა ექნება სხვა კომისრებსა და გენერალურ-დირექტორატებზე ისეთ სფეროებში როგორიცაა საგარეო საქმეები, ვაჭრობა და განვითარება. თუმცა, კაია კალასსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის არსებული რთული ურთიერთობების ფონზე, ეს შესაძლოა მარტივი არ აღმოჩნდეს. თუ უფრო განვავრცობთ, საფრანგეთს ევროკომისიაში მკაფიო იერარქიული სტრუქტურის ჩამოყალიბება სურს, რომ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტს  რეალური წონა ჰქონდეს ევროკომისიაში. განიხილება ვერსია, რომ საგარეო ქმედებათა სამსახური გახდეს ევროკომისიის ერთ-ერთი გენერალური-დირექტორატი, რომელიც არ იქნება მართული ევროკომისიის პრეზიდენტის (ურსულა ფონ დერ ლაიენის) მიერ, არამედ დაექვემდებარება უმაღლეს წარმომადგენელს (კაია კალასს ), რომელსაც გაუძღვება ორმაგი როლით – როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს წევრი“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ სტატიაში.„პოლიტიკოს“ ცნობით, ამჟამად, ევროკავშირის  მთავარ დიპლომატს, რომელიც ერთდროულად, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიცაა და ევროკავშირის საბჭოში საგარეო და თავდაცვის მინისტერიალებს ხელმძღვანელობს, პრაქტიკაში სხვა კომისრებზე რეალური ძალაუფლება არ გააჩნია. ამიტომ, საფრანგეთს სურს, იერარქიის სათავეში იყოს უმაღლესი წარმომადგენელი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პოტენციური რეფორმების შესახებ საკითხის განხილვას სექტემბრიდან დაიწყებენ.

ბანკი

საზოგადოება 1782387817

მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს. საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდა კი შესაძლებლობას გაძლევთ, სასურველი ნივთი თუ სერვისი დღესვე შეიძინოთ, გადახდა მომდევნო თვიდან დაიწყოთ და ხარჯები 4 თვეზე გაყოთ, ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაგიძვირდეთ (ეფექტური 0%).ნაწილ-ნაწილ გადახდით სარგებლობა 2000-მდე პარტნიორ ობიექტშია შესაძლებელი  ტექნიკის, ავეჯის, ტანსაცმლის, მოგზაურობის, ავტომობილის, აქსესუარებისა და სხვა კატეგორიებში, მათ შორის:ტანსაცმელი და ფეხსაცმელი● ზარა● Factory● ბატა● ადიდასი● Benettonსახლი და ინტერიერი● გორგია● დომინო● JYSK● Home● ICR Homeტექნიკა● ალტა● ელიტი● მეგატექნიკა● iTechnics● iSpaceსილამაზე და თავის მოვლა● ლუტეცია● ისი პარი● ვულე ვუ● GPC● ქალთა ბედნიერებაავტო● ამბოლი● ავტობანი● გეზ მოტორსი● ვინტოაქსესუარები● კენარი● თორელი● Time● Swarovski● Franco Fontanaდასვენება და გართობა● ამბასადორი კაჭრეთი● კასტელო მარე● Weyman● Around the World● 8000 მოსავალიპარტნიორი ობიექტების სრული სია იხილეთ ბმულზე.

ტურიზმი

ეკონომიკა 1782111929

ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია: „ამბასადორი თრეველი“ მიმდინარე წლის ტენდენციას აჯამებს

საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი პიკურ ფაზაში შედის. ტურისტული კომპანია „ამბასადორი თრეველის“ დირექტორის, სალომე თოთიბაძის განცხადებით, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა  მაისიდან ოქტომბრამდე მკვეთრად იზრდება და წლევანდელ სეზონზე ლიდერ პოზიციას კვლავ ისრაელი ინარჩუნებს.კომპანიის მონაცემებით, შემომავალი ტურისტული ნაკადის ყველაზე დიდი წილი -  დაახლოებით 40% სწორედ ისრაელიდანაა. რეიტინგში მეორე ადგილზე ინდოეთია 20%-ით."საქართველოში ტურისტული მოთხოვნა მკვეთრად იზრდება მაისიდან ოქტომბრამდე. ეს პერიოდი ქვეყნისთვის ყველაზე დატვირთულია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება წლის სხვა თვეებს.  წლევანდელ სეზონზე ყველაზე მეტი სტუმარი კვლავ ისრაელიდან გვყავს, რომლის წილი დაახლოებით არის 40%, ინდოეთიდან - 20%, რუსეთიდან და უკრაინიდან - 10-10%-ია, დარჩენილი 20% სხვადასხვა ბაზრებზე ნაწილდება, როგორიცაა: თურქეთი, ჩინეთი, გალფის და ევროპის ქვეყნები."  -  აღნიშნავს „ამბასადორი თრეველის“ დირექტორი.

ილია თოფურია

სპორტი 1781252279

ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა - ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს

საქართველოს დროით 15 ივნისს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი და თიბისის ბრენდ ამბასადორი - ილია თოფურია UFC-ის ისტორიულ ღონისძიებაზე იბრძოლებს - ტურნირზე, რომელიც პირველად გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის, თეთრი სახლის ტერიტორიაზე.UFC Freedom 250 ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება და ფართომასშტაბიანი აღნიშვნის ნაწილს შეადგენს.ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება საქართველოს დროით 15 ივნისს, გამთენიას შედგება და მთავარ ბრძოლაში მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ამერიკელთან ტიტულის პირველ დაცვას შეეცდება.მთავარი ბრძოლა არა მხოლოდ საჩემპიონო ქამრის დაცვაა, არამედ სპორტის ისტორიის ნაწილი, რომელსაც მილიონობით ადამიანი მიადევნებს თვალს მთელ მსოფლიოში. თიბისისთვის განსაკუთრებით საამაყოა პარტნიორობა ადამიანთან, რომელიც მიზანდასახულობით, გამბედაობითა და მუდმივი განვითარების სურვილით ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია.ილიასთვის ეს ბრძოლა ჩვეულებრივი სატიტულო დაცვა არ არის - სპორტული, ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა მის კარიერაში.საზღვრები იმისთვის არსებობს, რომ გადალახო, მუდმივად განვითარდე, ახალი შესაძლებლობები დაინახო და მიზნისკენ ჯიუტად და თავდაჯერებულად იარო - სწორედ, ამ ღირებულებებზე დგას თიბისის და ილიას პარტნიორობა. ეს ბრძოლა კი, ილიასთვის მორიგი შესაძლებლობაა, საკუთარი მიზანდასწრაფულობა და გამარჯვებისკენ სწრაფვა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ დაამტკიცოს.

ილია თოფურია

შოუბიზნესი 1779872428

VR holding-მა ილია თოფურია ბრენდ ამბასადორად წარადგინა

23 მაისს, თბილისში, VR Holding-მა პროექტ „VR Vake Sky Tower – Fashion Avenue“-ის ოფიციალური წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა, რომელსაც უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები, წამყვანი ბროკერები და ინვესტორები ესწრებოდნენ. ღონისძიებას 300-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო.ღონისძიების მთავარი მიზანი იყო პარტნიორი ბროკერებისთვის პროექტის კონცეფციის, გაყიდვების სტრატეგიისა და ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობების გაცნობა. VR Holding-მა სტუმრებს პირველად წარუდგინა „Fashion Avenue“-ის კონცეფცია - ახალი თაობის მრავალფუნქციური პრემიუმ სივრცე, რომელიც არქიტექტურას, მოდას, დიზაინს, ბრენდულ საცხოვრებელ გამოცდილებასა და თანამედროვე ურბანულ ცხოვრების სტილს აერთიანებს .

Calvin Klein-მა BTS-ის წევრთან ერთობლივი კოლექცია გამოუშვა

შოუბიზნესი 1779283680

Calvin Klein-მა BTS-ის წევრთან ერთობლივი კოლექცია გამოუშვა

ბრენდმა Calvin Klein ლიმიტირებული კაფსულური კოლექცია Jung Kook for Calvin Klein გამოუშვა. ეს არის პირველი კოლაბორაცია, რომელიც ბრენდის გლობალურ ამბასადორთან, კეი-პოპ შემსრულებელ ჯონგუქთან ერთობლივად შეიქმნა.კოლექციაში კაცისა და ქალის 20 მოდელი შევიდა. სამოსი აერთიანებს მუსიკოსის სტილისთვის დამახასიათებელ ბაიკერულ ელფერს Calvin Klein-ის კლასიკასა და მინიმალიზმთან. კაფსულის საფუძველია ქვედა საცვლები და ჯინსი. ყველაზე გამორჩეულ ნივთებს შორისაა 90-იანი წლების სტილის ჯინსის ქურთუკი და დაბალწელიანი სწორი და ბეგი ჯინსები. კოლექციას ასევე ავსებს მაისურები, სვიტშოტები და სარბოლო ქურთუკი.კომპანიაში აცხადებენ, რომ მუსიკოსი კრეატიულ პროცესში თავიდან ბოლომდე იყო ჩართული - კონცეფციის განხილვიდან დაწყებული, დიზაინის დეტალებით დასრულებული. მან პირადად შეარჩია ჯინსის ფერები და Calvin Klein-ის გუნდთან ერთად იმუშავა ცალკეული მოდელების ფორმებზე. მათ კოლექციაში ასევე გააერთიანეს გრაფიკა და ფარული ქარგვა არტისტის ხელმოწერით. ასევე აღნიშნულია, რომ კოლექცია შთაგონებულია მუსიკოსის მოტოციკლებისადმი სიყვარულით.სარეკლამო კამპანიის კადრებზე პასუხისმგებელი ალასდერ მაკლელანი იყო. Jung Kook for Calvin Klein კაფსულის ნივთების ფასი 29-დან 699 დოლარამდე მერყეობს.