ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
23 მაისს, თბილისში, VR Holding-მა პროექტ „VR Vake Sky Tower – Fashion Avenue“-ის ოფიციალური წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა, რომელსაც უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები, წამყვანი ბროკერები და ინვესტორები ესწრებოდნენ. ღონისძიებას 300-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო პარტნიორი ბროკერებისთვის პროექტის კონცეფციის, გაყიდვების სტრატეგიისა და ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობების გაცნობა. VR Holding-მა სტუმრებს პირველად წარუდგინა „Fashion Avenue“-ის კონცეფცია - ახალი თაობის მრავალფუნქციური პრემიუმ სივრცე, რომელიც არქიტექტურას, მოდას, დიზაინს, ბრენდულ საცხოვრებელ გამოცდილებასა და თანამედროვე ურბანულ ცხოვრების სტილს აერთიანებს .