დედამიწაზე ჟანგბადი იწურება - NASA-ს მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს
1794770941
ლანჩხუთში მატარებლისა და მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპულ ახალგაზრდას, გიორგი ცეცხლაძეს გლოვობენ.
„როგორ მიმძიმს და სული მეგლიჯება… არ მინდა მივიღო ეს აუტანელი ტკივილი… არ მინდა დავიჯერო, გიო … პირველი კლასიდან დღემდე ჩემი ბექუნას გვერდით ხარ, მერე ბექუნას მეჯვარე, გიო … გუშინ ერთად ვიყავით … როგორი მოწყენილი იყავი და სევდიანი გიო… ერთი კვირის წინ ჩემთან, მონასტრიდან ერთად ამოვედით... მიჭირს …მიმძიმს უკვე წარსულში ფიქრი, გიო... კარგო ადამიანო, კარგო გაზრდილო შვილო, ჩემი ოჯახის წევრო, უანგარო ბიჭო… მზრუნველო… საშინელი დილა გაგვითენდა, გიო, გაუსაძლისი … მამაოს ზარი ბექასთან დღეს საშინელება იყო … არა, არ მინდა ამის მიღება... ნათელი გიო შენს ლამაზ სულს, მარადიულ სასუფეველში… შეხვედრამდე, ჩემო გიო …
ეს წუხელ ძალით გადაღებული ფოტოა… კადრებს ვეძებ, გიო…. მიყვარხარ შენი ცირა ( დე ) ასე მეძახდი …
ირი, მერაბი, მოთმინება და გამძლეობა მოგცეთ უფალმა“, - წერს დაღუპული ბიჭის ახლობელი.
ცნობისთვის, ლანჩხუთში მატარებლისა და მანქანის შეჯახების შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიღუპა | შემთხვევა ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე მოხდა.
გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.