კაცი, რომელსაც 8 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1727971792
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
საღამოს საათებში გაიმართება, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით.
ღონისძიებები გაიმართება შემდეგი განრიგით:
24 დეკემბერი – მესტია, ტყიბული, თელავი;
25 დეკემბერი – ოზურგეთი, ნინოწმინდა, ხარაგაული, ქარელი, დუშეთი;
26 დეკემბერი – მარნეული, ჩხოროწყუ, თერჯოლა, გურჯაანი;
27 დეკემბერი – საჩხერე, ხაშური, ახალქალაქი, ქობულეთი;
28 დეკემბერი – აბაშა, სამტრედია, ლაგოდეხი, თეთრი წყარო;
29 დეკემბერი - ასპინძა, ხელვაჩაური, კასპი, ამბროლაური, ჭიათურა;
30 დეკემბერი – ქუთაისი, დედოფლისწყარო, გარდაბანი, თიანეთი;
31 დეკემბერი – ზუგდიდი, ბორჯომი, ცაგერი;
1 იანვარი – ბაღდათი;
2 იანვარი - წალკა, ახმეტა, ქედა, ონი, ყაზბეგი, წყალტუბო;
3 იანვარი – სენაკი, ვანი;
4 იანვარი - ხონი, რუსთავი, შუახევი, ადიგენი, ყვარელი;
5 იანვარი – ზესტაფონი, ხობი, დმანისი, წნორი, სიღნაღი;
6 იანვარი - მარტვილი, ხულო, ბოლნისი;
7 იანვარი - ლენტეხი, ფოთი, წალენჯიხა, საგარეჯო, ახალციხე, მცხეთა, გორი;
8 იანვარი – ხარაგაული;
13 იანვარი - ლანჩხუთი, ჩოხატაური.