პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სტუმრად მყოფი 200 ბლოგერის და ინფლუენსერის დახმარებით სამი დღის განმავლობაში კიდევ 30 მილიონი უცხოელი ადამიანი გაიცნობს იმერეთს, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
„ეს არის ნამდვილად უპრეცედენტო პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ Wizz Air Abu Dhabi-სთან ერთად. იმერეთში პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა 200 ბლოგერი და ინფლუენსერი, ისინი სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებს დაათვალიერებენ. მათი დახმარებით ამ სამი დღის განმავლობაში კიდევ 30 მილიონი უცხოელი ადამიანი გაიცნობს იმერეთს. ეს ნიშნავს კიდევ, უფრო პოპულარიზაციას ჩვენი მხარის და ჩვენი ქვეყნის, ეს ნიშნავს დამატებით ახალ ტურისტებს და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დამატებით შემოსავალს, რაც საბოლოოდ რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს "Let’s GET LOST with WIZZAIR“ – "მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ 26-28 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მასპინძლობს. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი ხორციელდება.
„GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ ავიაკომპანიის უკვე აპრობირებული პროექტი ითვალისწინებს ინფო-ტურს, რომლის მონაწილეები გამგზავრების დასაწყისში არ ფლობენ ინფორმაციას მათი მოგზაურობის დანიშნულების ადგილის შესახებ და პროექტის გამარჯვებულ ქალაქში (ქვეყანაში) მათი ჩასვლა არის სიურპრიზი.