„მოდი, დავიკარგოთ...“ - როგორ მოხვდა 200 ბლოგერი აბუ დაბიდან ქუთაისში

ქუთაისი

3 დღის განმავლობაში ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება.

სტუმრები იმერეთის ღირსშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მარნებსა და გასტრო სახლებს ესტუმრებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს.

„დაიწყო 

მასშტაბური პროექტი საქართველოში.

#getlostwithwizz

200 ბლოგერითა და ინფლუენსერით სავსე ბორტი აბუ დაბიდან ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა.

ბლოგერებს არ ჰქონდათ ინფორმაცია სად მიფრინავდნენ სამი დღის განმავლობაში ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება.

20 მილიონზე მეტი ადამიანი გაიცნობს იმერეთს და საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს „Let’s GET LOST with WIZZAIR“ – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ 26-28 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისი და იმერეთის რეგიონი უმასპინძლებს.

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდება.

დიდი მადლობა ა/კ Wizz Air -ს იმერეთის არჩევისთვის და საუკეთესო გუნდს პროექტის განხორციელებისთვის “, - წერს მარიამ ქვრივიშვილი.