ზურა ზვიადაურის შვილი 1 წლის გახდა - ფოტო

ზვიად ზვიადაური

რამდენიმე თვის წინ სპორტსმენი ზურა ზვიადაური მამა გახდა. მისმა მეუღლემ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იმშობიარა და წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც მართა დაარქვეს. 

აღსანიშნავია, რომ წყვილს პატარა 17-წლიანი ლოდინის შემდეგ შეეძინა. 

31 იანვარს მართა 1 წლის გახდა. ოჯახის ახლობელმა, დავით დვალიშვილმა პატარას საჯარო პოსტი მიუძღვნა და რიგით მეორე ფოტო გამოაქვეყნა.

ეს უსაზღვროდ სასიხარულო დღის და ბედნიერების თარიღია ორ უჯიგრესი ადამიანისათვის, ზურასა და მისი მეუღლის, ხათუნასათვის. 17-წლიანი ლოდინის, სიყვარულის, ბევრი ცხოვრებისეულ გამოცდის და ლოცვების შემდეგ, უფლისგან აი, ასეთი საოცარი საჩუქარი მიიღეს. დაიბადა პატარა პრინცესა, გოგო მართა ზვიადაური. მართა დაიბადა, ჩვენი უდიდესი მეფის, წმინდა თამარის ხსენების დღეს...

ვინც ამ სასწაული დღის მომსწრეები გახდნენ, იციან, თუ რა სიხარულის და რა ბედნიერების დღე იყო. ეს ნამდვილი სასწაული იყო, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოხატავ. ზურა და ხათუნა, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ოცნების და აზრის მოვლინებას, მართას დაბადების დღეს! გისურვებთ უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას, სიხარულს და უბედნიერეს ცხოვრებას, კიდევ 100 წელი.

ეს სახელი, უსაყვარლეს ძმისშვილს, მართას, უსაყვარლესმა ბიძამ, ზვიადიმ მიანიჭა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პრინცესა მხოლოდ ჩაისახა. მართლა, გილოცავ დაბადების დღეს“. - წერს დავით დვალიშვილი.