საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
ზუგდიდში მოკლულ 15 წლის საბა მამფორიას მეგობრებმა ვიდეო მიუძღვნეს.
ჩხუბი, რომელიც მკვლელობით დასრულდა, ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე, საფეხბურთო მოედანთან მოხდა. 30-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ერთ-ერთი ვერსიით, საბა მამფორია თანატოლების გაშველებას ცდილობდა, თუმცა მოქნეული დანა გულის არეში მოხვდა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლის მოზარდს მაქსიმალურ სასჯელად 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ნახეთ ვიდეო: