მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1732303587
15 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულმა დუმილი სასამართლო დარბაზში დაარღვია. 17 წლის დამნაშავემ განზრახ მკვლელობის ბრალი აღიარა. დახურულ პროცესზე მან მხოლოდ ის თქვა, რომ საბა მამფორიას ზუგდიდში, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბის დროს, დანა ორჯერ დაარტყა.
17 წლის სავარაუდო მკვლელის საქმეს ჩამოშორდა ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი. არასრულწლოვნის ინტერესებს ახლა საზოგადოებრივი დამცველის იურისტი იცავს. რატომ გაიმეტა 17 წლის მოზარდმა საბა მამფორია სასიკვდილოდ - ადვოკატი ბრალდებულის პოზიციაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხოდ ტოვებს.
დაპირისპირებაში, რომელიც 15 წლის საბა მამფორიას მკვლელობით დასრულდა, 30-მდე მოზარდი მონაწილეობდა. გამოძიებამ უკვე გამოკითხა დანაშაულის შემსწრე არასრულწლოვნები. ისინი ძირითადად იმ სკოლების მოსწავლეები არიან, სადაც მამფორია და სავარაუდო მკვლელი სწავლობდნენ.
ფაქტის შემსწრე მოზარდების ჩვენებებთან ერთად, საქმეში დევს დასაკეცი დანა, რომლითაც საბა მამფორიას ბრალდებულმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების პროცესში ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.
მკვლელობა ზუგდიდში საფეხბურთო მოედანთან მოხდა, ტრაგედიის ადგილზე მოკლული არასრულწლოვნის მეგობრებმა ყვავილები მიიტანეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ჩხუბის დროს დაჭრილი საბა მამფორია კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. სავარაუდო მკვლელი, 17 წლის მოზარდი პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე წუთში, იმ დროს დააკავა, როდესაც გაქცევას ცდილობდა. მოკლული არასრულწლოვნის ოჯახი დამნაშავის სათანადო დასჯას ითხოვს.
17 წლის სავარაუდო მკვლელის საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის სასამართლოში 26 დეკემბერს დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არასრულწლოვანს მაქსიმალურ სასჯელად 12 წლით პატიმრობა ემუქრება.
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840