კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, ხაშურის მონაკვეთზე, სამჯერ ამოტრიალდა.
მგზავრების ახლობლების ცნობით, ავარია სავარაუდოდ, გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.
"ჩქარა მოდიოდა თურმე და ეტყობა მოხვევისას ვერ მოზომა. ტროტუართან 3-ჯერ ამოტრიალდა და მერე ხრამში გადავარდა",- უთხრა "პრაიმტაიმს"ერთ-ერთი მგზავრის ახლობელმა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 14 მგზავრი დაშავდა. ზოგ მათგანს მხარის, ლავიწის და მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებულები ჯერ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ, ხოლო მოგვიანებით ყველა მათგანი თბილისში გადაიყვანეს.
ადგილზე ჩავიდა ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.