საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს შეხვდა

შეხვედრა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა, იერუსალიმში, შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერთან, ამირ ოჰანასთან.

„საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მჭიდრო და მრავალწლიან ურთიერთობებს, რომლებიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, მეგობრობასა და ორ ხალხს შორის არსებულ მტკიცე კავშირებს.

საქართველოს ელჩმა და ქნესეთის თავმჯდომარემ გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივებზე, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობასა და საერთო ინტერესის სხვა სფეროებზე“, - აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.