პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალგაზრდა ფიზიკოსი და გამომგონებელი, კარლო ხუციშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ნასაში მოხვდა, დროსთან და ასაკთან მიმართებაში საინტერესო ნააზრევს წერს.
"ვიღაცა სასწავლებელს 22 წლის ასაკში ამთავრებს, მაგრამ 5 წელი თავის შესაფერის სამუშაოს ეძებს.
ვიღაც 24 წლის ასაკში ქორწინდება და 29-ის უკვე განქორწინებულია. ხოლო 35 წლის დაქორწინებულს, კი შეიძლება ყველაზე წარმატებული ქორწინება ჰქონდა.
ვიღაც 25 წლის გახდა აღმასრულებელი დირექტორი და გარდაიცვალა 50 წლის ასაკში.
ხოლო მეორე გახდა აღმასრულებელი დირექტორი 50 წლის ასაკში და 90 წლამდე იცოცხლა.
ვიღაც ჯერ კიდევ მარტოხელაა, ვიღაც კი მისი თანაკლასელთაგანი, უკვე ბაბუა გახდა.
ობამა პენსიაზე გავიდა 55 წლის ასაკში, ტრამპმა კი 70 წლის ასაკში დაიწყო.
ამ სამყაროში ყველა თავისი დროის ზონის-სარტყელის მიხედვით ცხოვრობს.
გარშემომყოფები შეიძლება შენზე წინ და ზოგი შეიძლება შენს უკან ჩანდნენ.
მაგრამ ყველა თავის რბოლას, თავის ცხოვრებას, სხვადასხვა დროით მართავს.
ნუ შეგშურდება მათი.
ისინი თავიანთ დროის სარტყელში არიან, შენ კი შენში.
ასე რომ, დაისვენე.
არ აგვიანებ.
ადრე არ ხარ,
არც გვიან,
შენ ძალიან შენს დროზე ხარ", - წერს სოციალურ ქსელში კარლო ხუციშვილი.