„შეცდომით მითხრეს, რომ სიმსივნე მქონდა და თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი, ვეღარ გადავრჩებოდი“ - თინა ხიდაშელი უმძიმეს პერიოდს იხსენებს

ხიდაშელი

გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ცხოვრების უმძიმეს დეტალს იხსენებს. 

მისი თქმით, მას საქართველოში არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. 

„დაახლოებით 7 წლის წინ გავიგე, შეცდომით მითხრეს, რომ სიმსივნე მქონდა და თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი ორ დღეში, ვეღარ გადავრჩებოდი. ამ დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა და მაშინ მივხვდი, რომ ისე უნდა იცხოვრო, როგორც უკანასკნელი“, - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა, გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ განაცხადა.

„საქართველოში ერთ-ერთმა, ძალიან გამოჩენილმა ექიმმა მითხრა, რომელსაც ახლაც ბევრი პაციენტი აკითხავს, რომ ფარისებრ ჯირკვალზე გაქვს სიმსივნე, ამოსაჭრელიაო. ჩემი ფარისებრი ჯირკვალი აბსოლუტურად ჯანმრთელია.  შვილებმა არც იცოდნენ ეს ამბავი, მხოლოდ დათომ იცოდა. არ მახსოვს, ვინ რას მეუბნებოდა იმ მომენტში. ამერიკაში გავიკეთე ოპერაცია, ხმის იოგზე მქონდა წარმონაქმნი, რომელიც 15 წუთიანი ოპერაცია იყო“,- ამბობს თინა ხიდაშელი.