პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი დავით გოგიჩაიშვილის განცხადებას, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ უალტერნატივოა, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„რა მაგის პასუხია და ხალხი ახლა მისაღებ პროფესიონალებს ასახელებს, რომ როგორმე სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნებებისთვის მაქსიმალურად უკონფლიქტო და პროფესიული სამუშაო ჯგუფი შედგეს, ხოდა, ცხადია, მყავს ფავორიტები სხვადასხვა დარგში, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ სახედ. პრეზიდენტად მაშასადამე, თქვენი არ ვიცი და დათოს ავირჩევდი, თვითონ რომ უნდოდეს. ზელენსკისთან მინდა ჰქონდეს დუეტი კარგ დროს, ომის შემდეგ.
ნიჭიერი, ადამიანური, განათლებული, მშრომელი და რაც მთავარია, გაგიცინებს და გაგაცინებს. მჭმუნვარე, დაჭიმული, დაძაბული და შავღრუბელა აურა ვეღარ მოიკიდებს ფეხს ადვილად. დათო იქნება პრეზიდენტი - ბედნიერების მასწავლებელი“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.