პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსი მსახიობი დიმიტრი ნაგიევი კალინინგრადის რეგიონალური თეატრის სცენაზე სიკვდილს გადაურჩა. წარმოდგენის დროს სცენაზე დეკორაცია ჩამოინგრა. ამის შესახებ უკრანიული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, თეატრის თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ნაგიევმა უარი თქვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოკვლევაზე. მიუხედავად დალურჯებული წვივისა და მიღებული დაზიანებისა, მან სცენაზე თამაში განაგრძო.
„ზოგადად კარგია. ვკოჭლობ, მაგრამ ვზივარ, ეს სამუშაო პროცესია", - განაცხადა ნაგიევმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული დიმიტრი ნაგიევმა სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა მკაფიო პოზიცია ომთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია.