„ეს ისეთი ფოტოა, ყველა ოჯახში უნდა იყოს" - რა ფოტოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე

ფანჯიკიძე

„ყველა ჩემს შემოლანძღულ ადამიანს ბოდიშს გიხდით ასე, დაგვიანებით, მიუხედავად იმისა, რომ იმდენი ვინმე დაგბლოკეთ, ვეღარც ნახავთ ჩემს მობოდიშებას",- ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. 

„ეს ისეთი ფოტოა, ყველა ოჯახში უნდა იყოს, ჩემი აზრით, ყველა კედელზე მით უმეტეს. აუცილებლად დავბეჭდავ და ჩავსვამ ჩარჩოში. აღარ ვპოსტავ დღეში ასჯერ ამ თემაზე, მაგრამ არ დამვიწყებია უკრაინა, არცერთი დღე და არცერთი წამი. უბრალოდ მივხვდი, მიმახვედრეს კიდეც, რაც ომი დაიწყო, ჩემი კოვიდგადატანილი, ისედაც დეპრესიისკენ გაქცეული ფსიქიკა აღგზნების ფაზაში გადავიდა და ვილანძღებოდი, ვჩხუბობდი, საკუთარ თავს არ ვგავდი.

ჰოდა ყველა ჩემს შემოლანძღულ ადამიანს ბოდიშს გიხდით ასე, დაგვიანებით, მიუხედავად იმისა, რომ იმდენი ვინმე დაგბლოკეთ, ვეღარც ნახავთ ჩემს მობოდიშებას და მიუხედავად იმისა, რომ თქვენი აზრები რუსეთზე, საქართველოს როლზე მეგობრის მხარდაჭერაში ისევ განსხვავდება რადიკალურად ჩემისგან. ახლა კარგად ვარ? არა. მაგრამ ქცევის ცვლილებით ვცდილობ დავუბრუნდე ბალანსს მეტ-ნაკლებად",- წერს ფანჯიკიძე.