როდის არ უნდა დავდგათ ნაძვის ხე - ეზოტერიკოსი რიცხვებს ასახელებს
1764793751
ავტომობილის უსაფრთხოება და კომფორტული მართვა დიდწილად დამოკიდებულია საბურავების სწორ შერჩევაზე, განსაკუთრებით სეზონების ცვლილებისას. ქვეყანაში, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე, კანონმდებლობით სავალდებულოა ზამთრის საბურავების გამოყენება. ეს რეგულაცია მძღოლებისა და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
+7°C ტემპერატურის ქვემოთ რეკომენდებულია ზამთრის საბურავებზე გადასვლა. ეს არა მხოლოდ რჩევა, არამედ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზამთრისა და სხვა სეზონურ საბურავებს შორის ფუნდამენტური განსხვავება რეზინის ნაერთია, რომლისგანაც ისინი მზადდება. ზაფხულის საბურავები შედარებით მყარი რეზინის ნაერთისგან მზადდება, რომელიც უზრუნველყოფს კარგ მოჭიდებას ცხელ ამინდში და ხელს უშლის სწრაფ ცვეთას გახურებულ ასფალტზე. თუმცა, როცა ტემპერატურა ეცემა 7 გრადუსზე ქვემოთ, ეს რეზინი კარგავს სიმტკიცეს, მოქნილობას და, შედეგად, საგრძნობლად მცირდება მისი მოჭიდების უნარი გზასთან. ამ დროს ზაფხულის საბურავები ვერ უზრუნველყოფენ გზაზე საჭირო ეფექტურ კონტროლს და ამის გამო იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი.
ზამთრის საბურავები უფრო რბილ, ელასტიურ რეზინის ნაერთს შეიცავს. ეს ქიმიური შემადგენლობა საშუალებას აძლევს საბურავს შეინარჩუნოს მოქნილობა და სირბილე დაბალ ტემპერატურაზეც კი. ამგვარად, ისინი უზრუნველყოფენ საიმედო კონტაქტს გზის საფართან, რაც გადამწყვეტია მოყინულ და თოვლიან პირობებში.
ამავე მიზეზით, ზამთრის საბურავებით სამუხრუჭე მანძილი ბევრად მოკლეა, ხოლო მართვის სტაბილურობა და მანევრირების უნარი, ფაქტობრივად, უზადო. ზაფხულის საბურავებით დამუხრუჭების მანძილი შესაძლოა ორჯერ მეტი იყოს, რაც საგრძნობლად ზრდის საგზაო ინციდენტების რისკს.
ავტო ექსპერტი მიხეილ წულუკიძე განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ყველა მძღოლმა უნდა შეიძინოს და დააყენოს სეზონური, ხარისხიანი საბურავები, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გადაადგილება ყინვიან და თოვლიან გზებზე.
„მნიშვნელოვანია ზამთრის საბურავის სწორად შერჩევა. ხშირად, ეკონომიის მიზნით, ირჩევენ მეორად საბურავებს, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ეს გადაწყვეტილება ხშირად დამატებით ხარჯებსა და რისკებთანაა დაკავშირებული. მეორადი საბურავები სწრაფად ცვდება, ზრდის საწვავის ხარჯს და შესაძლოა შეიცავდეს უხილავ შიდა დაზიანებებს, რაც ავარიის რისკს არ ამცირებს. ამასთანავე, დაყენების შემდეგ ზოგჯერ საბურავი სკდება, ეს კი მძღოლისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთს ქმნის.
მეორად საბურავებზე არავინ იძლევა გარანტიას, ხოლო ახალი საბურავი უზრუნველყოფს საიმედოობას, სტაბილურობას და უსაფრთხო გადაადგილების სრულფასოვან გარანტიას. ახალი ზამთრის საბურავების შემთხვევაში ის რისკები, რაც შესაძლოა მეორად საბურავს ახლდეს, მთლიანად განულებულია. ახალ საბურავს აქვს ღრმა, ოპტიმიზებული პროტექტორი, რომელიც შექმნილია თოვლთან, ყინულთან და სველ ზედაპირთან მაქსიმალური მოჭიდების შესანარჩუნებლად. რადგან მათ აქვთ ღრმა და ოპტიმიზებული პროტექტორი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოჭიდებას და დამუხრუჭების ეფექტურობას რთული გზის პირობებში,“ - აღნიშნავს მიხეილ წულუკიძე.
ხშირად ჩნდება კითხვა, სად შეიძლება უსაფრთხო საბურავის შეძენა - მაღალი ხარისხის ბრენდები, როგორებიცაა Bridgestone, Michelin და სხვები, აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნას. „შავი პარასკევის“ პერიოდში ასეთი ბრენდები უფრო ხელმისაწვდომ შეთავაზებებსაც გვაძლევს, რაც ახალ საბურავზე გადასვლას კიდევ უფრო გამართლებულს ხდის.