1753353596
„ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი იწყება“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძის თქმით, ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი იწყება.
„აფრიკული ანტიციკლონი, რომელიც ჩვენს ირგვლივ დიდი ხნის განმავლობაში თითქმის უპრობლემოდ დომინირებდა, მომდევნო კვირაში საქართველოზე მოახდენს გავლენას.
სეზონის ყველაზე ცხელი პერიოდი თვის ბოლო დღეებშია მოსალოდნელი, ტემპერატურული ფონი საკმაოდ მაღალი იქნება და როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია +40 გრადუსამდე მოიმატოს.
დასვენებისთვის იდეალური, მზიანი დღეებია მოსალოდნელი სანაპირო კურორტებზეც, სადაც მომდევნო კვირის შუა დღეებში ტემპერატურა +38 გრადუსამდე იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა ყველაზე კომფორტულია 27-28 გრადუსი.
27 დან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში ნალექი ნაკლებადაა მოსალოდნელი.
მშრალი მეტეო პირობების გავლენით ტყეებში მომატებულია ხანძრის გაჩენის რისკი, გაფრთხილდით გარემოს!აქვე გეტყვით, რომ +40 გრადუსამდე ტემპერატურა სეზონის ამ პერიოდისთვის არის ნორმა!გისურვებთ ბედნიერებას“,- წერს მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე.