საქართველოში დენგეს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
1779875490
ბავშვებში ალერგიული რეაქციების გამომწვევი პროდუქტები განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან მშობელმა ხშირად წინასწარ არც კი იცის, რომ პატარას კონკრეტული საკვების მიმართ ალერგია აქვს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ სწორედ ეს არის ალერგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე — რეაქცია შესაძლოა მოულოდნელად და მძიმე ფორმით განვითარდეს.
ექიმების თქმით, პროდუქტები ალერგიულობის ხარისხის მიხედვით სამ ძირითად ჯგუფად იყოფა.
მაღალი რისკის პროდუქტები
ყველაზე მაღალი ალერგიული რისკის მქონე პროდუქტებად მიიჩნევა:
რძე და კვერცხი;
თევზი და ზღვის პროდუქტები;
ხორბალი, თხილი, სოია, თაფლი და სოკო;
ციტრუსები;
მარწყვი და ჟოლო.
სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, ეს პროდუქტები ბავშვის რაციონში განსაკუთრებული სიფრთხილით შეიტანონ და პირველ დღეებში ორგანიზმის რეაქციას ყურადღებით დააკვირდნენ.
საშუალო ალერგიული რისკის პროდუქტები
მეორე ჯგუფში შედის:
რძის პროდუქტები;
სტაფილო და ჭარხალი;
შაქარი;
გარგარი და ალუბალი.
ექიმები ამბობენ, რომ ამ პროდუქტების დამატება სასურველია ეტაპობრივად და პედიატრის რეკომენდაციით მოხდეს.
შედარებით უსაფრთხო პროდუქტები
მესამე ჯგუფში შედის პროდუქტები, რომლებიც ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციებს:
კურდღლის, ინდაურის, მჭლე ღორისა და ცხვრის ხორცი;
კომბოსტო, ბროკოლი, ყაბაყი, კიტრი და სიმინდი;
ქერი და ცერცვი;
მწვანე ვაშლი და მსხალი;
თეთრი და წითელი მოცხარი.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ალერგია თითოეულ ბავშვში ინდივიდუალურად ვლინდება. შესაძლოა ერთ ბავშვს ალერგია ჰქონდეს ვაშლზე, ხოლო ციტრუსს სრულიად უპრობლემოდ მიირთმევდეს.
ექიმები მშობლებს ურჩევენ, ახალი პროდუქტი ბავშვის რაციონში მცირე რაოდენობით დაამატონ და პირველ დღეებში ნებისმიერი ცვლილება ყურადღებით აკონტროლონ.