15 წლის მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1779871266
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდება. ასევე, რიგ საკითხზე გადაწყვეტილებებს იუსტიციის მინისტრის ნაცვლად სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მიიღებს.
კანონპროექტის მიღების შემდეგ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში სახელდებით აღარ იქნება მოხსენიებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ერთეული; პენიტენციურ სფეროსთან დაკავშირებული ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მსგავსად, პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებსაც იუსტიციის მინისტრი პირდაპირ სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინების გარეშე დაამტკიცებს.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა, პროექტით წესრიგდება სამსახურში ალკოჰოლის, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის წესი, დამატებითი შვებულების მიცემის პირობები, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები და სამსახურის თვითნებურად მიტოვების სამართლებრივი შედეგები.
კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.
„პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 81 ხმით მიიღო.