გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
მამა შალვა კეკელიას წლების წინ, მცირეწლოვანი შვილი იოანე გარდაეცვალა. სასულიერო პირის თქმით, ის ახლა 6 წლის იქნებოდა.
„იოანე ძალიან გვეხმარება ზეციდან... ყველაზე რთული, ურთულესი ჩემთვის დაკრძალვის მომენტი იყო... როდესაც ხელში მეჭირა და მომიწია მისთვის მიწის ზევიდან დაყრა... მე თვითონ გავაკეთე ყველაფერი. მაშინ ბევრი უარყოფითი რამ გაჰყვა იოანეს, ყველაფერი ცუდი წაიღო... დღესაც ძალიან მეხმარება. საოცარი ურთიერთობა გაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით, მან მხოლოდ რამდენიმე საათი იცხოვრა დედამიწაზე და რამდენიმე საათი იყო აქ, საოცარი ურთიერთობა გვაქვს მასთან.. როცა რთული პერიოდი მაქვს, მის საფლავთან მივდივარ და ველაპარაკები ხოლმე. ყველა ახალ წელს მონასტერში ავდივართ და მის საფლავთან ვხვდებით. იმ წუთში ყველა პრობლემა გვარდება, იოანესგან რომ გამოვდივარ, ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო. იოანემ დამანახა, როგორ სტკივათ ადამიანებს და როგორი მწარეა შვილი...“ - ამბობს მამა შალვა „ნოესთან“.