პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ ადამიანურ ურთიერთობებზე ისაუბრა.
როგორც მამა შალვამ ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, ყველაზე მთავარი, რაც ადამიანებმა დავკარგეთ არის ის, რომ ერთმანეთს ღმერთის შვილებად ვერ აღვიქვამთ.
„იცით რა დავკარგეთ ადამიანებმა? ქადაგებაში ვეუბნებოდი მრევლს კვირას, რომ ყველა ადამიანი არის ღმერთის შვილი.
ჩვენ ადამიანები ისე ვექცევით ერთმანეთს, ისე ვწირავთ ერთმანეთს, ისე ვაყენებთ შეურაცხყოფას ვერ ვაფიქსირებთ იმას, რომ ღმერთის შვილებს ვექცევით ასე.
ადამიანი ადამიანისთვის მტერი გახდა, ადამიანი ადამიანისთვის მგელი გახდა.
ადამიანი ადამიანისთვის გახდა გამანადგურებელი.
ერთმანეთს ვანადგურებთ და ვსპობთ. როგორ შეიძლება ბედნიერება ვნახოთ ამ ყველაფერში?” – აღნიშნა მამა შალვამ.