პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ყოველდღიურად ახალ ვაკანსიებს აქვეყნებს. ამ ეტაპისთვის სკოლებში ათასობით მასწავლებლის ვაკანსია იძებნება.
ეჭვგარეშეა, რომ მასწავლებელს ცოდნის გარდა, ბევრი სხვა უნარი სჭირდება, რათა სწორი კომუნიკაცია დაამყაროს მოსწავლესთან.
Edu.aris.ge იმ მოთხოვნებს აქვეყნებს, რასაც მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ. საინტერესოა, მათ შორის რომელი მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირთ კანდიდატებს.
ყველაზე ხშირად რომელი მოთხოვნების დაკმაყოფილება უჭირთ კანდიდატებს? ამ კითხვაზე თბილისის #21 საჯარო სკოლის დირექტორი თამარა ამზაშვილი პასუხობს.
– კანდიდატები მუშაობენ იმაზე, რომ გასაუბრების დროს დაგვანახონ თავისი პროფესიული შესაძლებლობები აკადემიური კუთხით. ეს იქნება მეთოდების ფლობა თუ ტერმინოლოგია. დიდ აქცენტს აკეთებენ საკუთარი თავის წარმოჩენაზე და ეს ძალიან კარგია, თუმცა ჩემთვის არასაკმარისი. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებენ კანდიდატები სხვადასხვა ასაკისა და საჭიროებების მოსწავლეებისთვის როგორც აკადემიური, ასევე ფსიქოემოციური უნარების დაკმაყოფილებას, მათში პატივისცემის მოპოვებას, რა როლს ანიჭებენ მოსწავლეს საგანმანათლებლო პროცესში და როგორ შეძლებენ მოსწავლის როლის გაზრდას. მოკლედ რომ ვთქვათ – რამდენად ამჟღავნებს კანდიდატი უნარს, იმუშაოს არა მხოლოდ თავისი თავისთვის, არამედ სხვადასხვა ფსიქოტიპის არასრულწლოვანისთვის. ამ მიმართულებით ცოტა უჭირთ ჩვენს კანდიდატებს თავის წარმოჩენა.
– როგორც დირექტორი, არაერთ გასაუბრებას დასწრებიხართ და მიგიღიათ კადრი. როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, რომელსაც სამსახურში აიყვანთ?
– პირველ რიგში, კანდიდატი უნდა იყოს შესაბამისობაში საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ჩვენი სკოლის ისტორიაზე, მიზნებზე, კულტურაზე, უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიულ სტანდარტს. ასევე, ამჟღავნებდეს სხვადასხვა სიტუაციაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს, შეეძლოს დადებითი განწყობის შექმნა, ღიმილი და ექცეოდეს მოსწავლეს ისე, როგორც თავად ისურვებდა, რომ სხვა ადამიანი მის შვილს მოქცეოდა.