ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პარასკევს, 8 სექტემბერს ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.8657 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0114 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8572 ლარია. მაშინ, როცა წინა დღის მოქმედი კურსი 2.8376 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0196 ლარი შეადგინა.
ინფორმაციისთვის: ეროვნული ბანკი შაბათ-კვირას უცხოური ვალუტის ახალ კურსს არ ადგენს, შესაბამისად, 10 და 11 სექტემბერს კურსი უცვლელი რჩება.