„ყველას თანამდგომი და უღალატო...“ - ექიმი ზაზა კინწურაშვილი გარდაიცვალა

ზაზა კინწურაშვილი

ნეირო ქირურგი ზაზა კინწურაშვილი გარდაიცვალა. ექიმს სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.

„ექიმის სიკვდილი ასმაგად მემძიმება. ასე მგონია, მაშინაც სხვებზე ფიქრობს... ზაზას ვინც ვიცნობდით, ზუსტად ვიცი, ყველას გულის ნაწილი წაიღო…“

„აჰა, ესეც გარდაუვალი მოლოდინის წერტილი - მუხანათი სიკვდილი.... ნაღდად დასრულებული ბავშვობა....ყველაზე მზრუნველი, ყველას თანამდგომი და უღალატო... „მომისმინე, შენზე უფროსი ვარო“, მეტყოდა ხოლმე. გამოვაჯავრებდი - ერთი კვირით. ის ერთი კვირა სისხლს ვუშრობდი - როგორია სიბერე? სულ იქით რომ უნდა გეხადა მადლობა, იმ კაცმა ბოლოს მადლობა თავად გადაგვიხადა. „მე რომ ვიყო შენს ადგილას, რას იზამდი“? - ვკითხე უმწეომ. გაიღიმა - „ვერაფერს“... ჰოდა ვერაფერი არაფერი გახდა.... რამდენი რამე მინდა ვთქვა....მადლობა ზაზა, შენი კარგი ცხოვრებისთვის, კარგი ძმობისთვის, კარგი კაცობისთვის.უბრალოდ, არასწორია ეს ყველაფერი... ძალიან მტკივა...“, - წერენ გარდაცვლილის მეგობრები.