პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 21 წლის ლუკა ჯაბნიძე გარდაიცვალა. ავარია 26 ივლისს თოდოგაურში მოხდა. ლუკა კი ამ დრომდე საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძოდა.
მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, ცემენტმზიდს შეეჯახა.
ბათუმელი 21 წლის ნიკა გვიანიძე ადგილზე გარდაიცვალა, ლუკა ჯაბნიძე კი მძიმე მდგომარეობაში ჯერ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, ხოლო შემდეგ თურქეთში გადაიყვანეს.
ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილ ახალგაზრდებს მეგობრები ემშვიდობებიან.
„იქაც ერთად იქნებით“.
„არასდროს დამავიწყდებით, ბიჭებო, ყველაზე დასამახსოვრებელია ჩემთვის თქვენთან გატარებული დრო. უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი... როგორი მწარე ტკივილი ხართ, ნეტავ იცოდეთ…“, - წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.