გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ბახვა ჩიქობავა ემსხვერპლა.
მის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ბიზნესს ასოციაციის წევრი და ყოფილი პარლამენტარის, ხათუნა ხოფერიას შვილი ბექა ხოფერია წერს და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი მისი ბიძა იყო.
„არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ ყველამ მინდა იცოდეს, როგორი ბიძა მყავდა და რომ ყოველთვის ვამაყობდი მისით! პირველი სურათი აგვისტოს ომშია გადაღებული, მაშინ ღმერთმა გვაჩუქა მისი თავი და გადარჩა… პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა, ჩემი გმირი ბიძია, მიყვარხარ, ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენით, მშვიდობით ბახუ,“- წერს ბექა ხოფერია.