„გაურკვევრლ წამლებს სთავაზობს ხალხს!“ - გიორგი ნაზღაიძე საზოგადოებას მიმართავს

გიორგი ნაზღაიძე

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის გამარჯვებული და გადაცემის წამყვანი გიორგი ნაზღაიძე წერს, რომ მის სახელსა და გვარს ყალბი ექაუნთი თავისი მიზნებისთვის იყენებს. ნაზღაიძე ხალხს გვერდის დარეპორტებისკენ მოუწოდებს.

„მეგობრებო, ჩემი დიდი თხოვნაა, ეს გვერდი დაარეპორტოთ. ის ჩემს სახელს და გვარს იყენებს იმისათვის, რომ რაღაც გაურკვევრლი წამლები შესთავაზოს ხალხს. პ.ს გთხოვთ, გადადით მითითებულ, ქვემოთ მოცემულ ლინკზე და დაარეპორტეთ!“ - წერს წამყვანი.