ყველა უკრაინელს უნდა მშვიდობა, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, როცა მისი ქვეყანა გადარჩება - ვახო სანაია

ვახო

თუ მტერი ჩემს დასაპყრობად მოდის, ომი მინდა ! თუ თავისუფლებას მართმევენ, ომი მინდა ! თუ ჩემი დამონება მოინდომეს, ომი მინდა ! თუ ვინმე სახლში მივარდება, ომი მინდა ! თუ ჩემ უკან ოჯახი, ნათესავები, მიწა-წყალი, სახლ-კარი, ტაძრები, მდინარეები, ხეობები მეგულება და მართმევენ, ომი მინდა ! და ვისაც ასეთ დროს ომი არ უნდა, ყველას დედას შ….ი. ვისაც შალვარამიშვილობა უნდა, უნდოდეს - წერს სოციალურ ქსელში ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია.

მისი თქმით, „დგანან კამერების წინ ორმეტრიანი ,,შემოულაწუნეები" და გაიძახიან - ,,ომი გინდათ ?" მერე ამ ოცნების ,,შემოულაწუნეების" ბოდვას იმეორებენ სხვები ქუჩებში, კაფეებში, სუფრებზე“ .

● თუ მტერი ჩემს დასაპყრობად მოდის, ომი მინდა !

● თუ თავისუფლებას მართმევენ, ომი მინდა !

● თუ ჩემი დამონება მოინდომეს, ომი მინდა !

● თუ ვინმე სახლში მივარდება, ომი მინდა !

● თუ ჩემ უკან ოჯახი, ნათესავები, მიწა-წყალი, სახლ-კარი, ტაძრები, მდინარეები, ხეობები მეგულება და მართმევენ, ომი მინდა !

და ვისაც ასეთ დროს ომი არ უნდა, ყველას დედას შევეცი. ვისაც შალვარამიშვილობა უნდა, უნდოდეს.

დგანან კამერების წინ ორმეტრიანი ,,შემოულაწუნეები" და გაიძახიან - ,,ომი გინდათ ?" კი, ზემოთ რაც ჩამოვთვალე, თუ ეს ხდება, ომი მინდა !

მერე ამ ოცნების ,,შემოულაწუნეების" ბოდვას იმეორებენ სხვები ქუჩებში, კაფეებში, სუფრებზე.

არც ერთ მეფეს, არც ერთ მთავრობას არ უკადრებია თავისი ხალხისთვის - ასე საჯაროდ, ასე ცხადად, ასე თავხედურად ეთქვას, რომ ლაჩარი ერია. ყველა მმართველი თავის ხალხს ეუბნება, რომ ყველაზე ძლიერია, ყველაზე გაბედულია, ყველაზე მაგარია.

,,ქართული ოცნება" არის ხელისუფლება, რომელიც აჩმორებს თავის ხალხს, დღეში ათჯერ შთააგონებს დიდსა თუ პატარას, რომ ჩმორების ქვეყანა ვართ.

უკრაინელი ხალხი მარტო იარაღით კი არ იბრძვის, მთავარი მათი ვაჟკაცობაა - მზადაა, თავისი სამშობლოსთვის თავი მოაჭამოს რუსს. უფრო მეტიც, უკრაინის მთავრობამ რომ სისუსტე აჩვენოს, მასაც ზედ მიაყოლებს. საუკეთესო გაგებით, თავზეხელაღებული კაცები და ქალები არიან.

ჩვენ ამ გარეწრებს როგორ ვუსმენთ საერთოდ. ყველა უკრაინელს უნდა ომი, რადგან მტერი სახლში შეუვარდა; ასევე ყველა უკრაინელს უნდა მშვიდობა, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, როცა მისი ქვეყანა გადარჩება.

აქ კი დგანან აყლაყუდა ტიპები და კობახიძისა და ღარიბაშვილის სიტყვებს იმეორებენ - ,,ომის გინდა ?" რაც ზემოთ ჩამოვთვალე, თუ მაგ შემთხვევებში ომი არ გინდა, შენიც დედაც მ….ან მაშინ.

რა ვერ გაიგე, შე იდიოტო - ფეხებზე კიდია როგორი მონური მშვიდობა, მთავარია ფული გადაარჩინოს. რუსეთშია ის ფული ნაშოვნი და რუსია მენტალურად. ფული თუ შეუნარჩუნდება, მაგრად ახატია, იქნება თუ არა ეს ქცეყსნა თავისუფალი ან იქნება თუ არა საერთოდ რუკაზე.

ვინც ამათ ნაძირლობას უჯერებთ, ასე რამ დაგაჩმორათ მართლა. მოიტ*** ტვინი ამ ლაჩრობის ყურებით.

სად გინახავთ ოდესმე ასეთი სიმხდალე.
ან თევდორე მღვდელი არ გაგიგონიათ ? ან მარო მაყაშვილი ? ან გურამ გაბესკირია ? ან გიორგი ანწუხელიძე ?
გააცნობიერეთ, რომ თუ რუსი წამოვა, ომი იქნება. აირჩიეთ - ან იცავ ამ ქვეყანას ან არ იცავ და უწვები მტერს.

ყველა აქტიური ადამიანი, პოლიტიკოსი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, თუ დაგიწყებთ ლაპარაკს - არა, ნუ არც მე მინდა ომი; რას ამბობ, ღმერთმა დაგვიფაროს ომი და ეგეთ მიკიბულ-მოკიბულს, იცოდეთ, რომ ჩმორია.

სიმართლე არის ერთი - ომი გინდა, თუ მტერი მოდის. მტერი კი ღარიბაშვილის ბოდვას არ უსმენს, თუ წამოსვლას გადაწყვეტს.

ივანიშვილს გეორგიევსკის ტრაქტატი ენატრება, მე კი ვამბობ - გეორგიევსკის ტრაქტატის დედაც მოვ***. ან მაქვს თავისუფლება ან არა. შუალედური ვარიანტი აქ არ არსებობს“ - წერს ვახო სანაია Facebook-ზე.