მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
„ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ვახტანგ მეგრელიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მას „უპრინციპო ჩვარს“ ეძახის.
პოსტით იგი ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ქართული პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს.
„ეს უხერხემლო, უპრინციპო ჩვარი! ბიძინა ივანიშვილი რადგან სასამართლოს აკონტროლებს და ხალხის დაჭერა შეუძლია, ამიტომ უნდა წახვიდე პოლიტიკიდან და გზა დაუთმო აი ამ ჩვარს.
სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკოსზე, ჩემი აზრი იცის ყველამ.
მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ მაგ ადამიანმა ხელში ძალაუფლება ვეღარასოდეს ჩაიგდოს.
მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანი წესებით! ეს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა და არა ოლიგარქის
ჯიბეში ჩადებულმა სასამართლომ და მეგრელიშვილის მსგავსმა სამარცხვინო, უპრინციპო, უსამართლო და უღირსმა სვავებმა.
p.s. არ გამოვრიცხავ სააკაშვილმა ეს თავად ქნას, მაგრამ ესეც უსამართლობის შედეგი იქნება და ამ ქვეყანას მოსარჩენ ტრავმად დარჩება.
ჩვენ ვერ წავალთ წინ, თუ სამართლიანი სისტემები არ შევქმენით“,- წერს ჩერგოლეიშვილი.