„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
მოზარდ მაყურებელთა თეატრის უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი რეჟისორი მაია შენგელია, საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
გასულ წელს, უბინაოდ დარჩენილ ქალბატონს ქირის გადაუხდელობის გამო საცხოვრებლის დატოვებას სთხოვდნენ. რეჟისორი სოციალურ ქსელში წერდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში შიმშილს მიტოვებული ხილის ბაღებიდან მოპარული ნაყოფით ებრძოდა… მისი სულის შემძვრელი ისტორია საზოგადოებამ მაშინვე აიტაცა და მორალურთან ერთად მცირე მატერიალური დახმარებაც გაუწიეს. ეს იყო ერთი წლის წინ.
მაია შენგელიას საზოგადოების დახმარება ამჯერადაც სჭირდება.
„ყოველი თვის ბოლოს ძრძწოლვით ველი. ჩვენი უბადრუკი სოციალური შემწეობა ვერ აუდის გადასახადებს და ონკოლოგიური ავადმყოფის წამლებს. მიკვირს, რომ ვარსებობთ. რომ არა მეგობრების და უანგარო ადამიანების დახმარება, არ ვიცი რა გვეშველებოდა. 150 ლარი, რომელსაც ქირის თანხად ვიხდით, გადაულახავ ბარიერად გვექცა და ყოველი თვის ბოლოს შიშით ველით, რომ ქუჩაში არ აღმოვჩნდეთ. დავიტანჯეთ! სულ ველით, რომ რაღაც უკეთესობისაკენ შეიცვლება, მაგრამ ამაოდ! უკან და უკან მიდის ცხოვრება და ჩვენი ყოფაც. ისევ იძულებული ვარ ქირის თანხის გამო ალალბედზე დავდო ანგარიში. თხოვნისაც კი მერიდება, ისე გაჭირდა ცხოვრება ყველასთვის... პატიებას ვითხოვ ამ სტატუსისათვის...“ - წერს სოციალურ ქსელში მაია შენგელია.
თიბისი ბანკი. GE95TB7240145064300002
საქართველოს ბანკი. GE26BG0000000131268211
პირადი ნომერი: 01019041907.
მიმღები: მაია შენგელია