ყოველ წამს გვაქვს მოლოდინი მტრის შემოტევის - დომენიკ მანგო

დომენიკ მანგო

უკრაინაში მოხალისედ წასული დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, თავს ბედნიერად და მშვიდად გრძნობს.

„გავდივართ წვრთნებს, სწავლებებს. ყოველ წამს გვაქვს მოლოდინი მტრის შემოტევის. ირთვება საჰაერო განგაშები, ვართ ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ჩემს ცხობრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტები და წუთებია, ასეთი მშვიდი და მოსვენებული არასოდეს ვყოფილვარ. ინტერნეტში თითქმის ვერ შემოვდივარ, თუმცა ხვალიდან ვიწყებ ახალი ავტობუსების დაორგანიზების პროცესს, რადგან საქართველოდან ჩამოვიყვანო ჩვენთან მოხალისეები. ხვალიდან უკვე ონლაინ ვიქნები საორგანიზაციო პროცესში. მიყვარხართ“, - წერს დომენიკ მანგო.