იაშკა იბრძვის ახლაც,ამ წუთას,როცა მე ამ პოსტს ვწერ - უკრაინელი ჯარისკაცის ამბავი

ომი უკრაინაში

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი წეროძე  უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“- შეიძლება ეს ფოტო სახის დაფარვის შემდეგ დავდო?

- თუ გინდა არ არ დაფარო სახე,მკიდია...

- და ქვედანაყოფი ვთქვა?

თქვი, ერი შეინახავს თავის არმიას. უკვე ყველაფერი მკიდია...
ასე მოხვდა ეს ფოტო თქვენთან. ეს იაშკაა. ჩემი კიეველი მეგობარი. როცა მაიდანი დაიწყო სტუდენტი იყო,სხვებთან ერთად წვავდა მარიონეტი იანუკოვიჩის ტექნიკას,ემალებოდა ბერკუტის ტყვიებს. მერე ომი დაიწყო და მოხალისედ წავიდა "მემარჯვენე სექტორში" იომა ყველგან სადაც საჭირო იყო,დონეცკის აეროპორტის ჩათვლით. გამოცდილი მოხალისე მალევე მოხვდა უკრაინის ახლადშექმნილ სპეციალური ოპერაციების ძალებში. იაშკა იბრძვის ახლაც,ამ წუთას,როცა მე ამ პოსტს ვწერ. ჩქარა ჭამა საჭმელი,აიღო ხელში შაშხანა და ანტისატანკო იარაღი რომ მორიგი რუსული ეშელონი დაწვას. რომ მორიგი რუსი ოკუპანტი ჩააძაღლოს. არადა მე და იაშკა ახლა წესით ამერიკანოს უნდა ვსვამდით "ზალატიე ვაროტასთან". ალუბლიან ვარენიკებს უნდა ვჭამდეთ,რომ კიევის გემო გავიგო როგორც თვითონ ამბობს. არ ვიცი როდის დადგება ეგ დღე,მაგრამ ზუსტად ვიცი რომ იქნება. უკრაინას მილიონობით იაშკა ყავს. მილიონობით შვილი რომელიც იარაღითა და შიშველი ხელებით იცავს მთელ ქვეყანას. ომობს მარიუპოლი! დონეცკი! ლუგანსკი! ხარკოვი! სუმი! ჩერნიგოვი! კიევი! ხერსონი! მიკოლაივი! უკრაინის და მთელი ცივილიზაციის გადასარჩენად იბრძვიან აღმოსავლეთ უკრაინის ყველა ქალაქის და სოფლის მცხოვრებლები! ეს ომი ყველა ვარიანტში დასრულდება რუსეთის განადგურებით. მე არ ვაპირებ შემდეგ თაობებს საკუთარი ისტორია იაშკას გარეშე ვასწავლო! მე არ ვარ მიმტევებელი ადამიანი, გულით ვუსურვებ რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესული ყველა რუსი ჯარისკაცი იქვე ჩაძაღლებულიყოს! Слава нації! “, - წერს გიორგი წეროძე.