ყირიმ–კონგოს კიდევ ერთი შემთხვევა ახალციხეში

ყირიმ-კონგო

სამცხე–ჯავახეთში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით კიდევ ერთი ადამიანი დაავადდა. ამჯერად შემთხვევა ახალციხის სოფელ ფერსაში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით რეგიონში 32 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, რომელიც მუნიცპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება:

ახალციხის მუნიციპალიტეტი - 16 შემთხვევა;
ადიგენის მუნიციპალიტეტი - 10 შემთხვევა;
ასპინძის მუნიციპალიტეტი - 6 შემთხვევა;

ადამიანებში დაავადება ვლინდება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის შემდგომ 1-9 დღეში (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება), ასევე დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შედეგად 3-14 დღეში (ცხოველის დაკვლის დროს). დაავადების შემთხვევები, ძირითადად, აღინიშნება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, რადგან ამ პერიოდში აქტიურდებიან დაავადების გადამტანი ტკიპები.

მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან. ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე