დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს, მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე დაგვიანებული აპლიკანტი 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრის დაცვის და სხვა თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
სიტყვიერი შელაპარაკება დაცვის თანამშრომლებთან რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
„ორი წუთის დაგვიანების გამო, გამონაკლისი ხომ შეიძლება?! მე თვითონ გამოცდებს ვატარებ, ყველას ვუშვებ. შეუძლებელი არაფერია. ზუგდიდიდან მოვდივარ ამ გამოცდის გამო და მეუბნებით, რომ გამონაკლისი არ არსებობს?! შეიძლება, თქვენს ისტორიაში არ არსებობს გამონაკლისი, მაგრამ სტატისტიკას ნუ მოიშველიებთ და ნუ ამბობთ, რომ არ არის! სტატისტიკა მომიტანე, რომ ამის (დაგვიანებულის შეშვების ავტ.) პრეცედენტი არ ყოფილა! თქვენს სინდისზე იყოს ეს ყველაფერი. სად გადმოგიტანიათ ცენტრი, ძლივს მოვაგენი!”, – მიმართავდა მასწავლებლის საგნის გამოცდაზე მისული მამაკაცი ცენტრის თანამშრომლებს.
დაგვიანებული აპლიკანტი ცენტრში შეშვებას კატეგორიულად მოითხოვდა და დაცვის თანამშრომლებს მოუწოდებდა, „თუ უნდოდათ, პატრულიც გამოეძახებინათ”.
103-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით კი, დაგვიანებულის გამოცდაზე დაშვება შეუძლებელია.
წყარო: edu.aris