„ახალი თვალით ვუყურებ სამყაროს…“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745610132
ყაზბეგში მოკლული ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საგვარეულო, ბოდიშის მოსახდელად მოკლულის ოჯახთან მივიდა.
კადრებს სოციალურ ქსელში მოკლული კაცის ძმა ავრცელებს.
47 წლის გია ხაიკაშვილი აღდგომის ღამეს ნიკა და პაატა ქუშაშვილებმა მოკლეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ხაიკაშვილს სხეულის სხვადასხვა არეში 10-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ნიკა ქუშაშვილს ბრალდება წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით — განზრახ მკვლელობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს, პაატა ქუშაშვილს, წარდგენილი აქვს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე — დანაშაულის შეუტყობინებლობა, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.