შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
დღეს, „ვითიბი ბანკის“ მომხმარებლებმა მიიღეს შეტყობინებები სესხების განულებაზე.
ბანკის განმარტებით, სესხები გადაეცა „ბაზისბანკს“, ამიტომაც შეტყობინებების გაგზავნა „ჩვეულებრივი პროცედურული საკითხი იყო.“
მოკლე ტექსტური შეტყობინება არ შეიცავდა ინფორმაციას სესხების „ბაზისბანკში“ გადაცემის თაობაზე, რამაც მომხმარებელი დააბნია.
სესხების „ბაზისბანკში“ გადასვლის თაობაზე „ვითიბი“ ბანკმა ინფორმაცია 27 თებერვალს გაავრცელა. გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაკისრებული სანქციების შედეგად მიიღეს.
ბანკის ინფორმაციით, საცალო პორტფელის „ბაზისბანკზე“ გასხვისებით, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ყველა ფიზიკური პირი, მეანაბრე და მსესხებელი გახდება „ბაზისბანკის“ მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს, როგორც „ბაზისბანკის“, აგრეთვე „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში
ასევე ნახეთ - ზელენსკის სიტყვა გაეროში