1735573975
“ვნანობ, მას ეს პირადად, ასე ღიად რომ ვერ ვუთხარი…”- თენგიზ ცერცვაძეს კოლეგები ემშვიდობებიან
76 წლის ასაკში იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, მედიკოსი ბოლო დროს ავადმყოფობდა.
თენგიზ ცერცვაძეს კოლეგები ქართული მედიცინის „დონ კიხოტს“ უწოდებდნენ. 52 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის სამედიცინო სფეროში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ფიგურად და მაღალი რანგის პროფესიონალად მიიჩნეოდა. მის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყანაში შიდსის ვირუსთან ბრძოლის და ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვა.
მას კოლეგები ემოციურად ემშვიდობებიან:
"დიდი ადამიანი წავიდა. უაღრესად გამორჩეული ცოდნით, გამოცდილებით, საყვარელი საქმისადმი დამოკიდებულებით, ენთუზიაზმით. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მქონდა. ბატონო თენგიზ ძალიან დაგვაკლდები"
"ვინც მიცნობთ ალბათ იცით, მსგავს პოსტებს არ ვდებ არასდროს!
მაგრამ არის ერთი მაგრამ... ვნანობ, მას ეს პირადად ასე ღიად, რომ ვერ ვუთხარი... ვერ მოვასწარი
ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, (ამას იუმორით ხშირად აღნიშნავდა) ბევრი რამ გვაერთიანებდა!თუ ვერ მხვდებოდა ჯანმრთელობის გამო, საღამოს მირეკავდა აუცილებლად...
ბევრს ვსაუბრობდით... „ადრე უნდა შევხვედროდით ერთმანეთსო“. რიგ საკითხებზე მოსაზრებები განსხვავებული გვქონდა, ხშირად მსგავსი, მაგრამ მიზანი ერთი გვქონდა სულ!
ბატონო თენგიზ, გულწრფელი მადლობა თქვენს გუნდში მიღებისთვის, შესაძლებლობებისთვის, იმედისთვის, მოტივაციისთვის, გამოცდილებისთვის, ერთგულებისთვის და ნდობისთვის!!!
ამ ყველაფერს მოკლევადიანი თუ მრავალწლიანი შრომის მიუხედავად ხშირად ვეძებთ მაგრამ ვერ ვიღებთ!
თქვენ ჩემი დიდი მეგობარი იყავით".
„მენანება ძალიან... და გულწრფელად ვწუხვარ... უამრავი სასიამოვნო მოგზაურობა, ღონისძიება და თავგადასავალი დამრჩება მოსაგონრად... ნათელში იყოს ბატონი თენგიზის სული",- წერენ სოცქსელში.