30 დეკემბერი - 5 იანვარი: რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

ასტროლოგიური პროგნოზი

 ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

30 დეკემბერი
ეს დღე სტაბილურობის განცდას მოგცემთ და ოჯახური კავშირების განმტკიცებაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანებს დრო აუცილებლად დაუთმეთ, დაინტერესდით მათი პრობლემებით, გაიზიარეთ ემოციები. მათთან კომუნიკაცია მოგცემთ მოტივაციას, რომ დაიწყოთ იმის განხორციელება, რისი გაკეთებაც გსურთ. დაფიქრდით 2024 წელზე - ამ დღეს გექნებათ შანსი, საბოლოოდ შეაფასოთ, რა უნდა დატოვოთ წარსულში და რა არის თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანი. 

31 დეკემბერი
წლის ყველაზე ჯადოსნური დღე, როდესაც ადამიანები ახალ წელს ელოდებიან და აქვთ იმედი, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება. ამ დღეს მადლიერების გამოხატვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უთხარით სამყაროს მადლობა ყველა გამოცდილებისთვის, გამართლებისა და გაკვეთილისათვის, რაც 2024 წელს მიიღეთ. გამოხატეთ კეთილგანწყობა და სამყარო ამ ემოციას უკან ორმაგად დაგიბრუნებთ.

 

1-ელი იანვარი
  ძველი კავშირების, საქმეების დასრულებისა და ახალი კარის გაღების დროა. დაისახეთ ამბიციური მიზნები. თუ შეძლებთ და აღნიშნულ დღეს რაიმეს წამოიწყებთ, თქვენი ოცნებებისაკენ პირველ ნაბიჯს გადადგამთ, შედეგი იმაზე გაცილებით კარგი იქნება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.

2 იანვარი
ამ დღის ენერგია მატერიალური სარგებლის მიღების ან ბიზნესის წინსვლის აღნიშვნის შესაძლებლობითაა სავსე. შესანიშნავი დროა აქტიური მოქმედებისთვის, გეგმების განხორციელებისა და გაფართოებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გამოხატოთ მადლიერება იმისთვის, რაც გაქვთ, რათა კიდევ უფრო მეტი იღბალი მოიზიდოთ....ვრცლად