პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კლინიკა „ვივამედთან“ ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა და ექიმებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მასიმო დანჯელინოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს „სასიცოცხლო საფრთხე“, თუკი მისი მაჩვენებლების გაუმჯობესება არ დაიწყება.
მისივე ინფორმაციით, დღეს პაციენტის მონახულება ლიცენზიის არქონის გამო, ამერიკელმა ექსპერტმა ჯეიმს კობიმ ვერ შეძლო. ადვოკატის განცხადებით, ჯეიმს კობი ლიცენზიის მიღებას ელოდება და საქართველოში მანამდე დარჩება, სანამ სააკაშვილის ნახვის შესაძლებლობა არ მიეცემა.
„მე აქ შაბათს მოვედი და დღესაც აქ ვარ, ველი, რომ პაციენტი გავსინჯო. არ შემიძლია რეკომენდაციების გაცემა, ვიდრე მას არ ვნახავ. ყველა დოკუმენტი კვირების წინ გავაგზავნე და ველი ამის დადასტურებას. მე ვარ ქირურგ-ორთოპედი და მაქვს გაკეთებული უამრავი ოპერაცია ხერხემლის ტრავმაზე. იმედი მაქვს, რომ ხვალ დილით შევძლებ შეფასებას“,- აცხადებს ამერიკელი ექსპერტი ჯეიმს კობი.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პატიმარი სააკაშვილის უფლებები დაცულია და ოპოზიცია მისი ჯანმრთელობით სპეკულირებს:
„პატიმარი სააკაშვილის უფლება რომ დაცულია, ეს ჩვენ ვიცით, არამარტო იმ სურათიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაშია, არამედ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც მაშინაც თავზარდამცემი იყო რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინც სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულირებდა. ახლაც გვაქვს ჩვენ ხარვეზი იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული დოკუმენტაცია არ აქვთ წარმოდგენილი და ცდილობენ გადააბრალონ არა იმას, რომ თვითონ ვერ წარადგიეს ეს დოკუმენტაცია, არამედ ისევ ამ პატიმრის ჯანმრთელობაზე მოახდინონ უსაფუძვლოდ სპეკულაციები“, - აღნიშნავს „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი.
ჯანდაცვის უწყებაში კი ამბობენ, რომ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, სააკაშვილის საქმეს, პროფესიული განვითარების საბჭო უახლოეს სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილავს.