VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ნიდერლანდებში, ქალაქ ჰაარლემის მთავრობა 2024 წლიდან საჯარო სივრცეებში ხორცის ყველანაირი რეკლამის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივის ავტორი მწვანეთა პარტია GroenLinks-ია. აკრძალვის საჭიროებას ისინი კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ - გაეროს მონაცემებით, საქონელზე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული სათბური გაზის 14% მოდის.
„ხორცი ძალიან აზიანებს გარემოს. არ შეიძლება ხალხს ვეუბნებოდით, რომ კლიმატური კრიზისი გვაქვს და იმ პროდუქტების ყიდვისკენ მოვუწოდოთ, რომლებიც ამ პრობლემის ნაწილია“, - აცხადებს GroenLinks-ის წარმომადგენელი ზიგი კლაზესი.
ხორცის მწარმოებლები და მემარჯვენეები ინიციატივას აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ, რომ აკრძალვა „წარმოებს თავისუფლების მიუღებელი შეზღუდვა“ იქება.
ხორცს ნიდერლანდების მოსახლეობის 95% ჭამს, თუმცა ის ნახევარზე მეტის ყოველდღიურ რაციონში არ შედის.