ვიქორწინოთ თუ არა მაისში? - ცრურწმენა და მითოლოგია

ქორწილი

კაცობრიობისთვის დამახასიათებელ ამა თუ იმ წეს-ჩვეულებას, რწმენას უძველესი ისტორია და ღრმა წარსულში გადგმული ფესვები აქვს. საქართველოში წარმართულ ეპოქაში ადამიანებს კულტების, ბუნებრივი მოვლენებისა და სხვადასხვა საგნის მიმართ შიში და თაყვანისცემა ახასიათებდათ.

ქრისტიანული სარწმუნოების შემოსვლის შემდეგ კერპთაყვანისმცემლობა შეიცვალა, თუმცა სხვადასხვა კულტი იმდენად ღრმად იყო გამჯდარი ადამიანებში, რომ დღემდეა ზოგიერთი მათგანი შემორჩენილი და ამას დღეს უკვე ცრურწმენას ვეძახით.

საქართველოში დღესაც სწამთ, რომ მაისში ქორწინება ავის მომასწავებელია.

ეს ცრურწმენა ბევრ ერშია გავრცელებული და მეცნიერები მას ყველაზე ძველად თვლიან კაცობრიობის ისტორიაში, რადგან ანტიკურ პერიოდშიც კი მაისში ქორწინებასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება იყო. მაგალითად, პლუტარქე თვლიდა, რომ მაისში არასასურველია ქორწინება, რადგან ეს მოხუცების თვეა, ხოლო მომდევნო თვე, ივნისი - ახალგაზრდებისაა.

მიუხედავად გავრცელებული ცრურწმენისა, ბევრი ადამიანი სწორედ ამ თვეში დებს ერთგულების ფიცს.

ამ ცრურწმენას, გარკვეულწილად, საფუძვლად უდევს 1567 წლის 16 მაისს მარია სტიუარტის ქორწინების ისტორია, რომელიც საშინელი ტრაგედიით დამთავრდა. რატომღაც, ისტორიიდან გამომდინარე, ამ თვეში დაქორწინებას მხოლოდ ქალებისთვის მოაქვს უბედურება. ამ ლეგენდას თუ ცრურწმენას ბერძნულ მითოლოგიასთანაც აკავშირებენ. მაისს სახელი ნიმფა მაიას პატივსაცემად ეწოდა. ეს ის ნიმფაა, რომელთანაც ზევსი თავის ცოლს ღალატობდა.

თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ არსებობენ მაისში დაქორწინებული ბედნიერი ოჯახები და სხვა თვეში დაქორწინებული უბედური წყვილებიც.

ცრურწმენების რა გითხრათ, მაგრამ სტატისტიკური მონაცემების და საზოგადოების სხვადასხვა სქესის წარმომადგენლების დამოკიდებულება ქორწინების მიმართ ნამდვილად გასათვალისწინებელია.

ქალების 44, ხოლო მამაკაცების 62%-ია.