ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
„რუსთავი 2“ ახალ სატელევიზიო სეზონს ბევრი სიახლითა და სიურპიზით იწყებს. ტელეკომპანია განახლებული საეთერო ბადით ეთერში 12 სექტემბერს დაბრუნდება.
სიახლეა მეგა თოქ-შოუ „ღამის პრაიმთაიმში“. გადაცემას ამჯერად ოთხი წამყვანი გაუძღვება. მათგან სამი ძველი ექსვეულიდან არის. ანი ჩირაძესთან, ნიკა ხაჩიძესთან და ნინო ჩხეიძესთან ერთად, მეოთხე წამყვანი რეალითი შოუ „პრაიმჰაისის“ პირველი სეზონის გამარჯვებული გიორგი ნაზღაიძე იქნება.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბარში გიორგი ნაზღაიძე ამბობს, მეგა თოქ-შოუს წამყვანობა, პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა.
„რეალითო შოუ „პრაიმჰაუსის“ გამარჯვების შემდეგ, „ღამის პრაიმთაიმის“ წამყვანობა ეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მასშტაბური სიახლე. ვუბრუნდები ეკრანს იმ არხზე, რომელიც ყოველთვის არის ტოპ რეიტინგებში. „რუსთავი2“-ზე მუშაობა ეს არის ძალიან დიდი პატივი.
რაც ყველაზე მთავარია, ვხდები მეგა თოქ-შოუ „ღამის პრაიმთამის“ თანაწამყვანი. ამიერიდან ყოველ სამშაბათს ნინო ჩხეიძესთან, ნიკა ხაჩიძესთან და ანი ჩირაძესთან ერთად თქვენი მონამორჩილიც წაიყვანს გადაცემას.
„ღამის პრაიმტაიმი“ ეს არის მასშტაბური მეგა თოქ-შოუ, რომელსაც უყურებს მთელი საქართველო. შესაბამისად ის იმედები, რაც ჩემზეა დამყარებული, აუცილებლად უნდა გავამართლო. ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და ვფიქრობ რომ თავს კარგად გავართმევ. მე ვიქნები საზოგადოების ხმა.
როგორც ამ გადაცემის წამყვანი, ვიქნები ის ვინც სინამდვილეში ვარ. „პრაიმჰაუსის“ მაყურებელმა ის გიორგი შეიყვარა, რომელსაც სამი თვის განმავლობაში ყოველ დღე ხედავდა.
მადლობა „რუსთავი2“-ს ხელმძღვანელობას ასეთი შანსისთვის. მადლობა „პრაიმ ჰაუსს“- ცხოვრება რომ უკეთესობისკენ შემიცვალა. “- ამბობს გიორგი ნაზღაიძე.
ასე, რომ დაელოდეთ, განახლებული ოთხეული ახალი სტუდიიდან, ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე, მიმდინარე კვირის აქტუალურ და ექსკლუზიურ თემებს, სტუმრებთან ერთად განიხილავენ.
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1734030984
Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334