პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მწერალი ნიკა ჩერქეზიშვილი შოვში დაკარგული ახალგაზრდის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„ვინც რაჭველებს ცნობს იერზე, სუფთა რაჭველია ეს ბიჭი - კოტე მაისურაძე! არ ვიცი, სად წავიდა ეს ხალხი, ასე, თვალის ერთ დახამხამებაში... დედა და დაც იქ ჰყავდა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია,“ - ვკითხულობთ პოსტში.
ცოტა ხნის წინ, შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნ ცხედრებს შორის კიდევ 2 რუსთაველის იდენტიფიცირება მოხდა. ტრაგედიას 49 წლის შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე ემსხვერპლა. ისინი სწორედ კოტე მაისურაძის ოჯახის წევრები არიან.
"ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს", - განუცხადა "ინფო რუსთავს" დავით მაისურაძემ.
6 აგვისტოს მოხდა შოვში ნაპოვნ ცხედრებს შორის რუსთაველების 18 წლის სამირა ისაევას და 60 წლამდე მარინა ხორბალაძის იდენტიფიცირება.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სამ რუსთაველს 24 წლის კოტე მაისურაძეს, 4 წლის დავით ხორბალაძესა და 40 წლამდე მანანა ჯაჭვაძეს ეძებენ.
ასევე ნახეთ:
იდენტიფიცირებულია კიდევ 2 ცხედარი - სტიქიას რუსთაველი დედა-შვილი ემსხვერპლა
„სტუდენტი გახდი შვილო, როგორ არ დაგცალდა სიხარული...“ - შოვში დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
VIDEO: „ძალიან რთული ხილვა მქონდა...“ - ეზოთერიკოსი მიმართვას ავრცელებს