პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში 20-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. გუტაშვილების ოჯახი 25 წლის მეგის და 18 წლის გიგის გლოვობს.
„გიგი და მეგი - ჩვენი სკოლის კეთილშობილებით გამორჩეულო, ნიჭიერო, წარჩინებულო ბავშვებო, რა თავზარი დაგვცა თქვენმა ტრაგედიამ, რამხელა ტკივილი მოგვიტანა, როგორ გაგვიხუნა და გაგვიფერმკრთალა ყველა ფერი. გიგის სტუდენტობის მოლოცვის ნაცვლად თქვენ დაგტირით და თქვენთან ერთად ყველა დაღუპულს... ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს თავისი საუკეთესო შვილების დაკარგვას!
აღარასდროს ჰქონოდეს გლოვის დღეები ჩვენს ქვეყანას!“ - ვკითხულობთ სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის სამძიმრის პოსტში.
ასევე წაიკითხეთ: