პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში გამომწერებს მუდმივად უზიარებს პოზიტიურ ვიდეოებს, ამბებს და ფოტოებს. ამჯერად იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება გამხნევება.
„ბავშობიდან მჯეროდა, თუ ფანჯრის რაფასთან დავჯდებოდი და უფალს მთელი გულით ვთხოვდი , სურვილი ამისრულდებოდა.
ყოფითი სურვილები არ მქონია, ჩემი სურვილები იგივე ოცნებები იყო. ოჯახმა და გამოცდილებამ მასწავლა რომ ოცნებების ასასრულებლად, ბევრი უნდა ისწავლო და იშრომო.
მართალია უნივერსიტეტი ოჯახური პრობლემების გამო ვერ დავამთავრე, მაგრამ არც გაუნათლებელი დავრჩი და არც წარუმატებელი ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ და დროებით უიმედოდ ხარ, გულით მინდა გითხრა. არასოდეს დანებდე. იყავი უბრალო და გულით ღირებული.
არ აყვე ცუდ ხმას, იბრძოლე საკუთარი მიზნებისთვის და გწამდეს უფალი არასოდეს მიგატოვებს და ბოლოს, მთავარი საიდუმლო წარმატებისა: იყავი გულახდილი, საქმეში სანდო, პასუხისმგებელი შენს გადაწყვეტილებებზე.არასოდეს მოატყუო და თუ რამეს დაპირდი, შეასრულე სიტყვა. თუ შეცდომა დაუშვი, არ ტეხავს, აღიარე ეს და გახსოვდეს: პატიოსნების, საიმედოობისა და პასუხისმგებლობის გარეშე ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი რჩევა არ დაგეხმარება სურვილის ასრულებასა და მიზნების მიღწევაში „სიყვარულით გაჯენჯილი გივიკო“,- წერს გივიკო დიდია.